Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

N1395659004356242

1 აპრილიდან მოქალაქეები, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების შევსებას დაიწყებენ. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდება შემოსავლების სამსახურის ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. ვიდეორგოლოს ნახვა შესაძლებელი იქნება ასევე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge. ვიდეორგოლის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ძირითად ინფორმაციას და მითითებებს დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში „ხშირად დასმული კითხვები“.

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

წყარო-  http://info9.ge/?l=G&m=108&id=29768