ტრეინინგი სკოლის ბიბლიოთეკარებისათვის
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე ატარებს ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების ორკვირიან ტრეინინგს სკოლის ბიბლიოთეკარებისათვის.
ტრეინინგი ჩატარდება 2010 წლის 6 სექტემბრიდან – 17 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, ტესტირების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სწავლების ღირებულება 50 ლარი.
სასწავლო პროგრამა ტრადიციულ საბიბლიოთეკო პროფესიულ საკითხებთან ერთად მოიცავს თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, ბიბლიოთეკების მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებს, ელექტრონული ბიბლიოთეკის ((OpenBiblio) საფუძვლებს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირები: ციცო ქველიძე, სოფო არჩვაძე ტელ: 212756; 33 17 59; 891 17 41 10
სსიპ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მისამართი: ქ. თბილისი, მ.ალექსიძის ქ. N1/4
- Login to post comments