Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ლაბორატორიაში აღმოჩენილი 117-ე ელემენტი მალე სახელს შეიძენს

117-ე ელემენტი, რომელიც ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (აშშ) მკვლევარებმა და მათმა რუსმა თანამშრომლებმა პირველად აღმოაჩინეს, საერთაშორისო კონსორციუმმა ხელახლა აღმოაჩინა. ზუსტი და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა (IUPAC) უნდა დაამტკიცოს აღმოჩენილი ელემენტი მანამ, სანამ მას სახელს მიანიჭებენ.

117-ე ელემენტი, რომელიც ლოურენსის სახელობის ლივერმორის ლაბორატორიის მკვლევარებმა და მათმა საერთაშორისო თანამშრომლებმა 2010 წელს პირველად აღმოაჩინეს, უკვე ახლოსაა იმ ეტაპთან, რომ სახელი უწოდონ.

117-ე ელემენტის არსებობა და მისი 115-ე და 113-ე ელემენტებად დაშლა უკვე დადასტურებულია მკვლევართა მეორე საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომელსაც მძიმე იონების კვლევის GSI ჰელმოლცის ცენტრის (ამაჩქარებლის ლაბორატორია, რომელიც გერმანიაში, დარმშტადში მდებარეობს) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Physical Review Letters-ის მომდევნო გამოშვებაში.

შემდგომი ნაბიჯი IUPAC-მა უნდა გადადგას. მან უნდა განიხილოს თავდაპირველი კვლევა, ასევე, ახალი აღმოჩენა და გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა შემდგომი ექსპერიმენტები, რომ ელემენტის აღმოჩენა დაადასტუროს. აღნიშნული აღმოჩენის აღიარების შემდეგ კი IUPAC გადაწყვეტს, რომელ ინსტიტუტებს შეუძლიათ სახელის შეთავაზება.

ვრცლად: SPACE MART