Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

რატომ ჩნდება იაპონიის მახლობლად ინტენსიურად ტაიფუნები?

4453085_5_1555_le-supertyphon-neoguri-touche-l-ile-d-okinawa_1698659e0eecef2c9c462049a9004b01
იაპონიაში უმაღლესი დონის განგაშში იყო გამოცხადებული სუპერტაიფუნ ნეოგურის მოახლოებამდე, რომელმაც 8 ივლისს გასაოცარი სიძლერით გადაუარა არქიპელაგს. დაზარალდა ტერიტორიის 90 % , განსაკუთრებით კი კინძულები ოკინავა და მიიაკო ქვეყნის სამხრეთით, სადაც ციკლონმა დააზარალა არაერთი ადამიანი და აიძულა ხელისუფლება, მოეხდინათ ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია.
ფაბრის შოვენი, საფრანგეთის მეტეოროლოგიური კვლევისა და ციკლონების კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი განმარტავს, რომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება და მომავალში ტაიფუნების სიმრავლე მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწევს.

როგორ ხდება ციკლონების ფორმირება?

ფაბრის შოვენი: ციკლონები, რომლებსაც წყნარი ოკეანე ტაიფუნებად, ხოლო ატლანტიკის ოკეანე - ურაგანებად აქცევს, არის ტურბულარული ცირკულაციის დარღვევები (Coriolis-ის ძალის ეფექტის ქვეშ), რომელიც ტროპიკული რეგიონების ოკეანეებში იღებს ფორმას, როდესაც მრავალი პირობა ერთად იყრის თავს.
ციკლონების მოტორი, ის, რაც მათ საშუალებას აძლევს, მართოს საკუთარი ენერგია, არის ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს მაღალი, ანუ 26 °C-ზე მეტი მინიმუმ 50 მეტრის სიღრმეზე. მაგრამ ეს რიცხვი, 26 °C, არ არის ფიზიკის კანონი. მნიშვნელოვანია სხვაობა ზღვის ზედაპირისა და ტროპოსფეროს მწვერვალის (15 კმ სიმაღლე) ტემპერატურებს შორის,  რომელიც 60 - 70 °C არის ხოლმე. ტაიფუნ ნეოგურის შემთხვევაში ტემპერატურების ანომალიის რუქა გვიჩვენებს ძალიან ცხელ წყლებს იაპონიის გარშემო:
4453291_5_8cea_anomalies-de-temperatures-a-la-surface-de-la_116a6cb1b83ec32a4c3e7609b4b09639
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ატმოსფერო უნდა იყოს არასტაბილური, რათა გამოიწვიოს კონვექციის ფენომენი: აღმავალი ჰაერის ნაკადი ადგილს უბრუნდება, ასწევს ატმოსფეროს დაბალი ფენის ნაწილაკებს, რათა ისინი დიდ სიმაღლეზე გაავრცელოს. ეს ნაწილაკები კონდენსირდება და იწვევს წვიმას. ნოტიო ატმოსფერო , სხვათაშორის, იწვევს ციკლოგენეზს იმ ფორმით, რომ ის ხელს უშლის სიმშრალის ყველა ფენომენს, რომელიც შეძლებდა ციკლონის გავრცელების თავიდან აცილებას.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: