Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

უსადენო ელექტროენერგია


ქალბატონი ქეთი ჰოლი (Katie Hall) შოკირებული იყო, როდესაც იხილა, თუ როგორ კაშკაშებდა სინათლის ნათურა ოთახის შუაგულში სადენის მიერთების გარეშე.

იგი უბრუნდება წარსულს და იხსენებს, რომ ეს იყო უხეში ექსპერიმენტი: მომცრო ოთახი - სავსე გიგანტური მაცივრის სპილენძის ხვეულებით - ისეთი, როგორსაც ნახავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მაცივრის უკანა კედელს მოხსნით.

იგი ხვეულებსა და ნათურას შორის შედიოდა, ნათურა კი კვლავ ანათებდა.
"მოდით, ამ საკითხზე ვიმუშაოთ. მომავალი სწორედ ეს არის".

,,ყოველგვარი კაბელისა, თუ სადენის გარეშე ვაპირებთ ენერგიის გადაცემას," - აცხადებს დოქტორი ჰოლი - ამჟამად WiTricity -ს (უკაბელო რეზონანსული ტექნოლოგიის "სტარტაფი") ხელმძღვანელი.

"ჩვენ მხოლოდ მაგნიტურ ველს ვქმნით,"-აცხადებს იგი. ეს კი შემდეგნაირად ხდება: WiTricity ქმნის "რეზონატორ წყაროს"- ელექტროდენის სპირალს, რომელიც წარმოქმნის მაგნიტურ ველს, როდესაც დენი ირთვება.

სხვა სპირალს თუ ახლოს მივიტანთ, მაგნიტურ ველში მოხვდება და ელექტროდენი გადავა მასში. ასეთ შემთხვევაში სადენი საჭირო არ არის.

,,როდესაც მოწყობილობას მაგნიტურ ველში მოათავსებთ, დენის ინდუქცირება მოხდება და ელექტროენერგია მოწყობილობაში გადავა," - ხსნის დოქტორი ჰოლი.

სინათლის ნათურაც ამგვარად ინთება.

ვრცლად: cnn.com