Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

10557390_808333952545370_3873685100099236896_n

მოგახსენებთ, რომ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავში აღმოჩნდა მიხაკო წერეთლის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები. უპირველესად შევეხებით “კელიშინის სტელის” ლურსმული ტექსტის მიხაკო წერეთლისეულ ხელნაწერს. აღმოჩენილ ხელნაწერში თვალსაჩინო ხდება მ. წერეთლის სამეცნიერო მუშაობის პროცესი, რაც წარმოდგენილია ავტოგრაფიების სახით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მ. წერეთელმა “კელიშინის სტელის” ბილინგვის გაშიფვრით საფუძველი დაუდო მსოფლიო ურარტოლოგიას. დღესდღეობით კი ამ მსოფლიო მეცნიერების თვალსაჩინო ნაშრომის ქართულ მეცნიერებაში შემოტანა მეტად მამულიშვილურ საქმეს წარმოადგენს.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი მიხეილ წერეთლისა, რომელიც ზემოხსენებულ საცავში აღმოჩნდა, გახლავთ ფრანგულ და გერმანულ ენებზე შესრულებული “შუმერულ-აქადური ლექსიკონი”, რომელიც მ. წერეთლის გამოუქვეყნებელ ნაშრომთა რიცხვს განეკუთვნება და ამ დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული. ამ ნაშრომის შესახებ არაფერია ნათქვამი მიხაკო წერერთლის ბიბლიოგრაფიაში, რაც კალისტრატე სალიას მიერაა შედგენილი. ამ ურთულესი ლურსმული ძველაღმოსავლური ენების წერეთლისეული ლექსიკონი ფასდაუდებელი ნაშრომია ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ქართველოლოგიის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ მ. წერეთელი დღემდე რჩება ერთადერთ მეცნიერად, რომელიც ფლობდა ყველა ძველაღმოსავლურ(ლურსმულ) და ქართველურ ენას.

აღმოჩენილ ხელნაწერთა შორისაა ფრანგულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკა, რომელიც ასევე მიხაკო წერეთლის გამოუქვეყნებელ და დღემდე უცნობ ნაშრომს წარმოადგენდა. ნაშრომის ერთი თვალის გადავლებით ცხადი ხდება, რომ ქართულ ენის გრამატიკას, ზემოხსენებული ლექსიკონით ამყარებს მკვლევარი. ამჯერად, ქართული გრამატიკის ფრანგული თარგმანის მნიშვნელობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან თავისთავად ცხადია ხელნაწერის გამოქვეყნების მნიშვნელობა ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევართათვის და ასევე საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთათვის.

ახლადაღმოჩენილი წერეთლისეული ნაშრომები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს ქართული მეცნიერების გამთლიანების საქმისთვის, რომელთა შესახებ დღემდე არაფერი იყო ცნობილი არც ქართული და არც მსოფლიო მეცნიერებისთვის.

აღმოჩენილ ნაშრომთა შორისაა აქადური (ასურული) გრამატიკის ფრანგულენოვანი ხელნაწერი, რაც ასევე ფასდაუდებელი მონაპოვარს წარმოადგენს ქართული ასირიოლოგიისთვის. აქვე მოგახსენებთ, რომ ასირიოლოგია გახლავთ აღმოსავლეთმცოდნეობის ის საფუძველი, რომელზეც დგას ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა. 

ამავე საცავში აღმოჩელილია მიხაკო წერეთლის ფართოდ გავრცელებული ნაშრომის “შუმერული და ქართული” გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი, რაც ზემოხსენებული ნაშრომებისგან განსხვავებით განეკუთვნება მიხაკო წერეთლის ცნობილ ნაშრომთა რიცხვს. 1913-16 წლებში ზემოხსენებული გამოკვლევა ქვეყნდებოდა ინგლისურად, 30-იანი წლებიდან კი შესწორებული რედაქციით არაერთხელ გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე ევროპის სხვადასხვა ელიტარულ სამეცნიერო ჟურნალებში. 

ნინო სამსონია 
ჯემალ შარაშენიძე 
მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები

10526161_808333999212032_5878992363370728055_n

10525698_808334002545365_6397179442043439557_n

10547449_808334222545343_6845895668146104763_n

10458936_808334245878674_866035720364802030_n

1964929_808334532545312_7665678864252246144_n

10550858_808334559211976_1717021404544688456_n

1920330_808334602545305_6804402101012011174_n

10520434_808335045878594_3534403127505351921_n