Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემა - აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფია

 ანდრია
გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლისთავის  აღსანიშნავად ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ სერიით „ქართველი მეცნიერები“ ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფია გამოსცა (რედ.: გ. ლორთქიფანიძე, ი. ღარიბაშვილი; შემდგ.: ნ. ბაღათურია, მ. ჟორჟოლიანი). 
ბიბლიოგრაფიაში შესულია 390-ზე მეტი ჩანაწერი - ა. აფაქიძის შრომები, მისი რედაქტორობით გამოცემული ნაშრომები და მასზე დაწერილი სტატიები.

Afakidze_Andria

2014 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ანდრია აფაქიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. როინ მეტრეველი. „აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ“ მოხსენება გააკეთა აკადემიის წევრ- კორესპონდენტმა გურამ ლორთქიფანიძემ.   
4 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში“. კონფერენციის შემდეგ შედგა ანდრია აფაქიძისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა და საიუბილეო კონცერტი. 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც საიუბილეო სხდომაზე, ასევე სამეცნიერო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას  ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფია წარუდგინა და საჩუქრად რამოდენიმე ეგზემპლარი გადასცა.