Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნაპოლეონი და ლუვრი

60739bf779bf

 

20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ნაპოლეონი და ლუვრი“ და იგი 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია პირველი ექსპონანტები უკვე მოსკოვშია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე გობელინი, ქანდაკებები, ჩასაცმელი, დოკუმენტები, სამეფო კარის აქსესუარები, იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, რომლებიც ლუვრში, მალმეზონში, ვერსალში, ფონტენებოლშო და სხვა მუზეუმში ინახება. განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ნაპოლეონის ეპოქის ცნობილი ფრანგი ოსტატების შემოქმედება, რომლებსაც საზოგადოება მხოლოდ პუბლიკაციებით იცნობს. გამოფენა რუსეთში საფრანგეთის წლის და საფრანგეთში რუსეთის წლის  ფრაგლებში გაიხსნება და მისი გახსნის იდეა ლუვრის წარმომადგენლებს ეკუთვნით. „ექსპონანტებმა უნდა წარმოადგინონ ამ მუზეუმის ისტორია, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის მოღვაწეობას უკავშირდება, რადგან იმპერატორმა თავის სამეფოში შექმნა ხელოვნების ტაძარი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.“ - აღნიშნავენ ლუვრის წარმომადგენლები. მუზეუმის შექმნაში მონაწიელობას იღებდნენ დენონი, ვისკონტი, პერსე, ფონტენი, დავიდი და სხვა ოსტატები. როგორც ცნობილია სწორედ ლუვრში შედგა ნაპოლეონის და მარია-ლუიზა ავსტრიელის ქორწილი. პირველი გამოფენა 2008 წელს პეკინის მუზეუმ „გუგუნში“ გაიხსნა.