Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დროში მოგზაურობა სამყაროს ამ უცნაური და ლამაზი ვიზუალიზაციის მეშვეობით


სფერული დედამიწის შთამბეჭდავი გამოსახვა შუა საუკუნეების მწერლის, კომპოზიტორის და პრო–ფემინისტის, ჰილდეგარდ ვონ ბინგენის მიერ
.

როგორია სამყარო, მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები? ალბათ, ეს ის კითხვებია, რომლებსაც ადამიანები საკუთარ თავს გამუდმებით ვეკითხებით მას შემდეგ, რაც პირველად ცას შევხედეთ.

ახალ წიგნში, Cosmigraphics: Picturing Space Through Time, განხილულია წარმოსახვის მრავალი სხვადასხვა გზა, თუ როგორ პასუხობდნენ ადამიანები ამგვარ კითხვებს კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. მასში ფოტოგრაფსა და ფილმის რეჟისორს – მაიკლ ბენსონს შეკრებილი აქვს სამყაროსა და ციური სხეულების შესახებ ადამიანის წარმოსახვითი აღქმა ათასობით წლის განმავლობაში.

Cosmigraphics–ი დაყოფილია 10 თავად. თითოეული ასახავს სამყაროს შესახებ იდეის პროგრესულ განვითარებას. მაგალითად: ერთ თავში ყურადღება გამახვილებულია დედამიწის წარმოდგენაზე. მასში შეგიძლიათ იხილოთ შუა საუკუნეების შთამბეჭდავი კონცეფციები ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც გარს აკრავს წყალი, ჰაერი და ცეცხლი. აქ არის, აგრეთვე, მე–19 საუკუნის გასაოცარი რუკა, რომელიც უარყოფს თეორიას იმის შესახებ, რომ დედამიწა სფეროსებურია, ნაცვლად ამისა გადმოგვცემს, რომ იგი ოთხკუთხა რულეტის თვლის ფორმისაა, ბიბლიური (თუ სხვა) პრინციპების თანახმად. ბოლოს, თანამედროვე მსოფლიოს გაუმჯობესებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების საფუძველზე, შეიქმნა მდინარეების ყურეების, აუზებისა და ოკეანის ფსკერის გეოგრაფიული მონახაზები და რუკები.

წიგნში ყველა გამოსახულება  წარმოადგენს ვიზუალიზაციის მონაცემებს, რომლებიც იმ დროისათვის თავმოყრილ ცოდნას ასახავს. უძველესი პერიოდის ადამიანების მონაცემები გაცილებით უფრო მწირი იყო, ვიდრე – ჩვენი. მათი წარმოდგენები შეიცავდა არასწორ რწმენას წმინდა სულებზე, ციურ სხეულებსა და გეოგრაფიულ კოსმოლოგიაზე. თუმცა, წარსულ ისტორიას თუ დავუბრუნდებით, გავიხსენებთ, რომ ჩვენი თანამედროვე მეცნიერული წარმოსახვები უეჭველად შეიცავს უზუსტობას და ნაწილობრივ სიმართლეს, ასევე, ხელთ გვაქვს მწირი მონაცემები, რადგან მეცნიერები ჯერ ისევ მსჯელობენ, თუ რა ხდება შავი ხვრელების სიღრმეში; ნეიტრინოების თვისებებზე, შავი მატერიის ბუნებაზე, შავ ენერგიაზე. კარგად გვესმის, რომ  ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შევიცნოთ, იმდენად ვრცელია, რამდენადაც თავად სამყარო.

ვრცლად: WIRED