Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ჩვენი გალაქტიკა და სატელიტ "პლანკის" მიერ აღმოჩენილი "დიდი აფეთქების" (Big Bang–ის) გამოსხივების ექო.

com.univ.collaboratif.utils

პლანკის მისიის მიერ მოპოვებული სამყაროს პირველი სურათი.

ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) "პლანკის" სატელიტმა გამოაქვეყნა მთელი ცის იშვიათი სურათი. სულ ახლახანს დასრულებული პირველადი კვლევების შემდეგ გამოიკვეთა მიკრო - ტალღების სფეროში ცის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსხივების ზონა: ირმის ნახტომი და რელიქტური გამოსხივება, რომელიც 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარ "დიდი აფეთქების" (Big Bang-ის) რადიაციულ ექოს შეესაბამება . გრენობლის ასტროფიზიკურმა ლაბორატორიამ (LAOG), ნეელის ინსტიტუტმა და კოსმოლოგიისა და სუბატომური ფიზიკის ლაბორატორიამ (LPSC) პლანკის მისიის წარმატებებს აქტიურად შეუწყეს ხელი. 

ESA-ს პლანკის სატელიტი სისტემატიურად შეისწავლის მთელ ცას მიკრო - ტალღების სფეროში. პლანკის მისიის ძირითადი მიზანია, შეისწავლოს "რელიქტური გამოსხივება", ანუ ის სინათლე, რომელიც სამყაროს შექმნის პირველ წამებში წარმოიშვა. ამ გამოსხივების ტემპერატურის უმცირესი რხევები ატარებენ  კოსმოსური სტრუქტურების დიდი ჩანასახების კვალს, რომლებიც წარმოიშვა მოგვიანებით ისევე, როგორც გალაქტიკები, ან გალაქტიკების დაჯგუფებები. თუმცა, ამ რელიქტურ გამოსხივებას ემატება ჩვენი საკუთარი გალაქტიკიდან წარმოშობილი წინა - პლანის სინათლის ბურუსი. საქმე ეხება იმ გამოსხივებას, რომელსაც წარმოქმნის ვარსკვლავთშორისი ნივთიერება, გაზისა და მტვრის ნაერთი, რომლითაც შევსებულია ჩვენი ირმის ნახტომი.

ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე):

http://www.grenoble-univ.fr/jsp/fiche_actualite.jsp?CODE=1280297888191&LANGUE=0