Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ვიქტორინა – წიგნის ჭია

03/05/2015 - 11:00
03/05/2015 - 16:00
Etc/GMT+4

Bookworm poster

პროექტი „წიგნის ჭია” წარმოადგენს შემეცნებით-გასართობ თამაშს. მმისი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების მიერ ზოგადი ცოდნის გამოვლენა-ამაღლება. სახელწოდებიდან გამომდინარე, თამაშისთვის განკუთვნილი კითხვები მთლიანად დაკავშირებული იქნება კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასთან, მისი თემატიკაა მხატრული ლიტერატურული ნაწარმოებები, ბილიოგრაფიული პროზა, პოეზია და ა.შ.
თამაში გაიმართება 3 ეტაპად და გამოვლინდება გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ქალაქ თბილისის 10 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (9; 10; 11; 12). მონაწილეების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე პირველი 10 დარეგისტრირებული გუნდი შეირჩევა პროექტისთვის.ე
სკოლას ვიქტორინაში მონაიწლეობის მიღება შეეძლება ექვსკაციანი (მეშვიდე სათადარიგო მოთამაშე) გუნდით. სავალდებულოა ყოველ გუნდს ჰქონდეს სახელი და ჰყავდეს კაპიტანი. პროექტში მონაწილეობისათვის გუნდებმა (გუნდის წევრებმა) უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია დათქმულ ვადებში. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს სარეგისტრაციო ბლანკი სკოლის ბეჭდით და დირექტორის ხელმოწერით.
29 აპრილს 15:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მისამართი: ალექსიძის #1 კორ.4) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კაპიტნებთან.
29 აპრილამდე, რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
 MAIL: giorgi.murjikneli@sciencelib.ge TEL: 593 340 343