მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდითსუ - ახალი ამბებიგამოკითხვა |
ChemSpider - მოიძიე და გააზიარე ქიმიური პრეპარატები
გამოაქვეყნა საინტერესო საიტები-მ : პარ, 08/05/2015 - 16:06.
ChemSpider-ი უაღრესად საინტერესო საიტია. ეს არის უფასო მონაცემთა ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს 34 მილიონზე მეტი ქიმიური ნივთიერების სტრუქტურების, თვისებების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციების სწრაფ მოძიებას. ესაა ნებისმიერი ქიმიური პრეპარატის მანიპულირების უნიკალური საშუალება. ChemSpider-ი აერთიანებს ინფორმაციას 500-ზე მეტი მონაცემთა ბაზიდან და ამით მკვლევარებს საშაულებას აძლევს მოიძიონ სრულყოფილი ინფორმაცია ერთ საიტზე. აქ თითოეულ ქიმიურ ნივთიერებას მინიჭებული აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელსაც აქვს საკუთარი შესაბამისი URL. ChemSpider-ი გვთავაზობს ხელმისაწვდომი ძიების ისეთ მოდულებს როგორებიცაა: • სტანდარტული - ძიება სისტემატური სახელებით, სავაჭრო სახელებით, სინონიმებითა და რეესტრის ნომრებით. • სტრუქტურული - ძიება მოლეკულური სტრუქტურებისა და ქვესტრუქტურების გამოყენებით. შესაძლებელია მოძიებული შედეგების გაფართოება და შემცირება. • გაფართოებული, ინტერაქტიული - ძიება ერთდროულად რამოდენიმე მოდულის გამოყენებით ნივთიერებათა სტრუქტურების, იდენტიფიკატორის, თვისების და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. შესაძლებელია ძიება მობილური მოწყობილობების აპლიკაციით iOS (iPhone / iPod / iPad)-ის და ანდროიდისათვის. ChemSpider-ის მისიაა: 1. თავი მოუყაროს მონაცემებს ერთ სივრცეში - საიტზე. 2. გააუმჯობესოს ქიმიური ელემენტების მონაცემთა ხარისხი. 3. უზრუნველყოს მონაცემთა შევსება და განახლება. 4. გახადოს ეს მონაცემები ხელმისაწვდომი და გამოყენებადი. 5. მოახდინოს ინტეგრირება გამომცემლობათა პუბლიკაციებთან. ეს ბაზა საინტერესოა მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ქიმიის და სხვა დარგების მკვლევარების და სტუდენტებისათვის, მოქმედი სპეციალისტებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის. ChemSpider-ის მონაცემთა ბაზა საინტერესოა იმითაც, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს განაახლოს იგი როგორც სტრუქტურულად, ასევე სპექტრულად. მსგავსი მიდგომით შეიქმნა მთლიანი ქიმიური სახელებისა და ქიმიური სტრუქტურების ლექსიკონი, რომელიც გამოიყენება ბიომედიცინასა და ქიმიურ ლიტერატურაში. ეს არის მუდმივად განახლებადი ქიმიის ონლაინ მონაცემთა ბაზა. ChemSpider-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნა ბრიტანეთის სამეფო ქიმური საზოგადოების (Royal Society of Chemistry) მიერ. 2010 წელს ChemSpider-ს მინიჭებული აქვს სამი საერთაშორისო ჯილდო: ALPSP-ი - ინოვაციური პუბლიკაციებისათვის, Bio-IT World-ი - „საუკეთესო პრაქტიკოსი“-სათვის და iExpo / KM-ი - „ყველაზე ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფი“-სათვის. »
|
ცნობები![]() ტელეფონები:2 212768 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 |
|