Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

tizth

კვესელავა, მიხეილ. ფაუსტური პარადიგმები / რედ.: ო. ჯინორია; წიგნი გამოიცა ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით. - თბ., 2015. – 1138 გვ.
ISBN 978-9941-0-8096-8

წიგნი წარმოადგენს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ კვესილავას მონოგრაფიის „ფაუსტური პარადიგმები“ ახალ გამოცემას. წიგნი 1961 წელს ორ ნაწილად გამოიცა და დღეს უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.

„ფაუსტური პარადიგმები“ დასავლეთ ევროპული ლიტერატურული აზროვნების ფართო პანორამის შემცველი გამოკვლევაა, რომელშიც ავტორი დარღვეული წონასწორობის აღდგენას „ფაუსტური კულტურის“ რეაბილიტაციით იწყებს. ნაშრომი დასავლური ესთეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური თუ ისტორიული ნააზრევის ფონზეა წარმოდგენილი. იგი სცილდება ლიტმცოდნეობის სფეროს და ინტელექტუალურად მაპროვოცირებელ კულტუროლოგიურ ნაშრომად წარმოგვიდგება.

ავტორის სტილის შესანარჩუნებლად ახალ გამოცემაში უცვლელად არის დატოვებული გრამატიკული თუ ორთოგრაფიული უზუსტობანი.

წიგნი გამოიცა ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით. წიგნში გამოყენებულია ალბრეხტ დიურერის ილუსტრაციები. ერთვის სახელთა ანბანური საძიებელი.