Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

12803264_10208962918021144_4083278450662596048_n

ილუსტრირებული ისტორია : ბიბლია განმარტებებითა და კომენტარებით. სამყაროს შექმნიდან მაცხოვრის მკვრეთით აღდგომამდე / მთრგმნ. გ. ბენაშვილი. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015. – 512 გვ.

ISBN 978-9941-23-444-6

XV საუკუნეში ბიბლია ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო, რომელიც დაიბეჭდა. დღეისთვის ის 2000-ზე მეტ ენაზე ნაწილობრივ ან სრულიადაა თარგმნილი.

წიგნის სახელწოდება მის მთლიანობაში გააზრების საშუალებას გვაძლევს. თვითონ სახელი ბერძნული სიტყვიდან „ბიბლიოს“ მომდინარეობს, რაც თავისთავად წიგნს ნიშნავს. ამ შემთხვევაში წიგნს ტექსტის სიტყვიერების მხატვრული აღქმა უდევს საფუძვლად. იგი გვაკითხებს ბიბლიას ახალი თვალით - სამყაროს შექმნიდან მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომამდე. აქ ძველი და ახლი აღთქმის ამბები მოთხრობილია მარტივი ენით. მკითხველს საშუალება აქვს აღმოაჩინოს და ამოიცნოს დღემდე უცნობი ადგილები და მოვლენები, რამაც წმინდა წერილის შექმნაზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა.

ყველაზე უფრო მეტ ეფექტს წიგნს კლასიკოსი მხატვრების ინფორმაციულად დატვირთული  ფერადი ილუსტრაციები, ძველი ოსტატების მიარ შექმნილი რუკები, ისტორიული არტეფაქტები და ბიბლიაში ნახსენები მინაწერების თანამედროვე ფოტოსურათები სძენს. ეს ყოველივე ცხადად, ახლოს მიდის თითოეულ წამკითხველამდე.

წიგნში საილუსტრაციოდ მოხმობილი ყველა ციტატა, ასევე - ბიბლიურ პერსონაჟთა სახელები და გეოგრაფილი პუნქტების სახელწოდებები აღებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემული „ბიბლიიდან“, რომელშიც ძველი და ახალი აღთქმის ტექსტები თარგმნილია თანამდროვე ქართულ ენაზე.

მხოლოდ ტიხრებზე წარმოდგენილი ციტატებია მოცემული ძველქართულად: ძველი აღთქმისა - მცხეთური ხელნაწერის, ხოლო ახალი აღთქმისა - გიორგი მთაწმინდელის თარგმანის მიხედვით. წიგნში წარმოდგენილია ციტატები არაკანონიკური წიგნებიდანაც.