Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

50 ქალი საქართველოდან = 50 Women of Georgia / ავტ.: ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ცოფურაშვილი, შორენა გაბუნია, ეკა ფირცხალავა, ეკატერინე აღდგომელაშვილი,თამთა მელაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ეკა წერეთელი, ქრისტინე დარჩია, თამთა თათარაშვილი; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. - თბ., 2013. – 51 გვ.


ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ საფოსტო ბარათების კრებულს. შეკრებილია 50 ქართველი და უცხოელი ქალის ბიოგრაფია, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.

ამ ბარათებით 50 ქალი თავიანთ ისტორიას გვიყვება. ისინი XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში მიაკვლია და შეკრიბა.

ქართული ფემინიზმის ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემსახურებოდა. 

აქ აღწერილია მრავალფეროვანი სპექტრით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალები: პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვ. საფოსტო ბარათები წარმოდგენილია ორ პარალელურ ნაწილად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წიგნი უკვე ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდშია და მკითხველისათვის ხელმისაწვდომია.

ამ პუბლიცისტურ ჩანაწერებთან დაკავშირებული ლინკები შეგიძლიათ იხილოთ facebook გვერდზე 50 ქალი საქართველოდან 

აგრეთვე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ვებ გვერდზე - 50 ქალი საქართველოდან  50 ქალი საქართველოდან (2013) 

arxb2z3omc