Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექციის გამოფენა

19/09/2016 - 12:00
25/09/2016 - 17:00
Etc/GMT+4
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის უნიკალური წიგნების“ გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. 19 სექტემბერს 12:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნება „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი  და მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი გამოცემების გამოფენა. ბიბლიოთეკაში დაცულია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, არაბულ, იაპონურ, ჩინურ, იტალიურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, მონღოლურ, აფხაზურ, ოსურ, მეგრულ, უზბეკურ, მოლდოვურ, ადიღეურ, რუსულ, ტაჯიკურ, ესტონურ, ლიტვურ, ბულგარულ, პოლონურ, ებრაულ ენებზე გამოცემული ვეფხისტყაოსნები.
გარდა მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნისა“, გამოფენაზე გამოტანილი იქნება უძველესი ქართული გამოცემებიც,  მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნიც“ გამოცემაც. ასევე წარმოდგენილი იქნება, ერთ-ერთი ყველაზე ძველი კოლექციონერების ივანე და ვახტანგ ასლანიშვილების „ვეფხისტყაოსნის“ სრული კოლექცია. 
გამოფენა გაგრძელდება 25 სექტემბრამდე. სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამოფენის დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.