Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ინტერვიუ შიო ხეცურიანთან

14444810_1309897599023497_1629406425376707054_o

2016 წლის 27 სექტემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლექცია: "კარგი მმართველობა".  ლექცია იუჯითი ჯგუფის ბიზნესის განვითარების  დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ჩაატარა. 

            გვესაუბრეთ თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

1998-2002 წლებში ვსწავლობდი თსუ-ს ეკონომიკის  ფაკულტეტზე, ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით.  შემედეგ დავასრულე სტუ-ს მაგისტრატურა საბანკ ოსაქმის  სპეციალობით. მოგვიანებით, ქ. ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ბარუქ კოლეჯის მაგისტრატურა   ფინანსების მიმართულებით. 

სამუშაო კარიერა დავიწყე კერძო სამშენებლო კომპანიაში  ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. შემდეგი ბანკი რესპუბლიკაში ვიმუშავე კორპორაციული ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე. 2010 წლიდა დავიწყე საჯარო სექტორში მუშაობა - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქ.ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერი; 2014 წელს თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერი გავხდი; ამავე წლის აგვისტოში სსიპ იუსტიციის სახლის ფინანსური დირექტორი,სექტემბერში დამაწინაურეს და გავხდი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თვმჯდომარე. 2016 წლის ივნისიდან დავიწყე მუშაობა კერძო სექტორში იუ-ჯი-თი ჯგუფის ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციაზე.

         რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია?

სკოლის ასაკში ყოველთვის გამორჩეულად მომწონდა მათემატიკა. ასევე, მაინტერესებდა საბანკო სექტორი. შესაბამისად გადაწყვეტილება მარტივად მივიღე.

 ახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას, თუ შეცვლიდით გადაწყვეტილებას?

არ შევცვლიდი, ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი მნიშვნელოვნად მეხმარება ჩემს კარიერულ წინსვლაში.

თქვენი აზრით, რა ძირითადმა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა თქვენს ჩამოყალიბებაზე?

ოჯახი, სკოლა, სამეგობრო წრე, კოლეგებმა.

 ვის მიუძღვის თქვენს წარმატებაში მთავარი წვლილი?

ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა წარმატების გასაღები საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ეცადოს მიიღოს მაქსიმუმი როგორც გარშემომყოფებისგან, ასევე წიგნებიდან თუ სხვადასხვა თანამედროვე სწავლის საშუალებებისგან. ცხოვერების განმავლობაში არაერთი ადამიანი იყო და არის ჩემს გარშემო, ვინც ხელი შეუწყო ჩემ კარიერულ განვითარებას.

 რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ წარმატებად?

პროფესიული და ადამიანური რეპუტაცია  - ადამიანები ვცხოვრობთ ჩვენი რეპუტაციით. მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ მას.

 რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს?

ისწავლონ ბევრი, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისიამოვნონ ცხოვრებისგან ბოძებული პოზიტიური მომენტებით.