ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
![]() |
||
ციტირების ინდექსის დადგენაგთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტისაძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
|
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ბოლოს ნანახი:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 24/10/2016 - 11:43.
![]() ![]() ვეფხისტყაოსნის მხატვრობა = The Knight in the Panther’s Skin in Art / ტექსტის ავტ. მ. გაჩეჩილაძე; რედ.: ნ. კერესელიძე, რ. ამირეჯიბი, ქ. ყანჩიაშვილი; თარგმ.: A-Z.ge. - თბ.: ნოტა-ბენე, 2016. – 338 გვ.
ISBN 978-9941-0-8794-3
2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, გამომცემლობა ნოტა ბენემ კი სპეციალურად ამ წელს შესთავაზა მკითხველს ეს უნიკალური წიგნი, საუკუნის პროექტი, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება ქართულ საგამომცემლო სივრცეში. ეს არის პირველი წიგნი-ალბომი, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ ბეჭდური გამოცემების დასურათებაზე თვალის გადევნებას ისახავს მიზნად (XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე).
მასში სრულყოფილადაა წარმოდგენილი პოემისათვს შესრულებული ყველა უნიკალური ილუსტრაცია. წიგნის ფორმატი წარმოგვიდგენს თითეულ მხატვარს, როგორც შუამავლს, ნაწარმოებსა და მის აღმქმელს შორის. აქ ესთეტიკური თანაგანცდის ფაქტი უმაღლეს საფეხურზე არის აყვანილი და ამით იგი უნიკალურობას იძენს.
მხატვრები ქრონოლოგიურად შემდეგი თანმიმდევრობით არის განლაგებული: მიხაილ ზიჩი, ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, ირაკლი თოიძე, სევერიან მაისაშვილი, უჩა ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე, ნათელა იანქოშვილი, რუდუსან ფეტვიაშვილი, მამია მალაზონია, ქეთი მატაბელი, მამუკა ცეცხლაძე, ლორეტა აბაშიძე-შენგელია, ირაკლი ოჩიაური - თითოეულ ხელოვანის ნიმუშს ერთვის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ბიბლიოგრფია, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის კონკრეტული ნამუშევარი დაცული.
წიგნის ტექსტი მთლიანად ორენოვანია და ამით ყველა დაინტერესებულ უცხოელ მკითხველსაც აძლევს საშუალებას უფრო უშუალოდ გაითავისოს ქართული კულტურა.
»
|
ცნობები![]() ტელეფონები:2212768; 2335930 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |
|