Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ga2rh
ღვინო: დიდი ენციკლოპედია / მთარგმნ: მ. ბალავაძე, ნ. შავდია, გ. დათაშვილი, ც. ბიბილეიშვილი, ი. ლაბაძე; რედ.: ზ. აბაშიძე. - თბ.: პალიტრა L, 2016. - 556 გვ. 
Le Grand Larousse du vin 
© Larousse 2010
© გამომცემლობა პალიტრა L, 2016
ISBN 978-9941-24-358-5.

ეს უნიკალური საკმაოდ მასშტაბური ენციკლოპედიური გამოცემა ღვინის შესახებ, საშუალებას გვაძლევს ამოვიცანით, შევარჩიოთ, შევინახოთ და დავაგემოვნოთ მსოფლიოს ღვინოები, გავიგოთ ყველაფერი ვაზისა და ღვინის შესახებ. წიგნში ერთად არის თავმოყრილი მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა, მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემა, 600-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა და ღვინის მოსავალი წლების ცხრილებით.
წიგნი შინაარსობრივი თვალსაზრისით სამ თემატურ თავს შეიცავს: შესავალ ნაწილში მკითხველი გაეცნობა ჩვენს პლანეტაზე გავრცელებული ჯიშებისა და ნიადაგების მრავალფეროვნებას, შემდეგ, ადამიანების შრომას - ვენახებსა და მარნებში, ხოლო ბოლო ნაწილში, სამყაროში ყველა კონტინენტზე წარმოდგენილ ღვინის სახეობათა უჩვეულო მრავალფეროვნებას. 
აქვე ვხვდებით რამდენიმე თემატურ ქვეთავს: „ვაზისა და ღვინის გაცნობა“, „ღვინის არჩევა, შენახვა და დეგუსტაცია“ და „მსოფლიოს ცნობილი ვენახები“. მათში ძირითადად საუბარია ღვინის წარმოშობის ისტორიის, ვაზების ჯიშების, ვენახის მოვლის წესების, ღვინის ამოცნობის ტექნოლოგიების, ღვინის დაყენების ეტაპების და დავარგების ტექნიკის, მარნის მოწყობა-მართვის, ღვინის სუფრასთან მიტანისა და ღვინის მსოფლიო ბაზრის შესახებ. ეს უკანასკნელი დაყოფილია ქვეყნების მიხედვით და აქ განხილულია საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, აშშ-ს, არგენტინა-ბრაზილიისა და სხვა მრავალი ქვეყნის ჩვეულებები. ჩანაწერების ბოლოს ასევე საფუძვლიანად არის მიმოხილული საქართველოს ტრადიცია და კულტურა ღვინის ფენომენთან დაკავშირებით. 
წიგნის ბოლოს წარმოდგენილია საძიებელი, რომელიც ასევე სამ ნაწილად არის დაყოფილი: 1) სიტყვის კონა, განმარტავს ღვინის სამყაროში დამკვიდრებულ სპეციფიკურ ტერმინებს; 2) ზოგადი საძიებელი, სადაც დასახელებებს მოსდევს მათი სტატუსის მითითება და 3) ვაზის ჯიშების საძიებელი, რომელშიც ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი ვაზის სახელწოდებები.