ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
ილია ჭავჭავაძე კაცია-ადამიანი?! : 3D ილუსტრაციები, მოძრავი ჩანართები. ილია და მისი ეპოქა / იდეის ავტ.: დ. გრძელიშვილი; ტექსტის ავტ.: დ. გრძელიშვილი, ზ. დოლიძე; რედ. ს. ნიკოლეიშვილი. - თბ: პალიტრა L, 2013. – 28+6 გვ.
ISBN: 978-9941-21-210-9
გამომცემლობა "პალიტრა L" წარმოგიდგენთ ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი ქართველი რეალისტის ილია ჭავჭავაძის ცნობილი სატირული მოთხრობის "კაცია-ადამიანის?!" სრულიად განსხვავებულ გამოცემას. ეს არის უნიკალური საარქივო მასალა და გათვლილია ყველა ასაკის მკითხველისათვის.
წიგნი გაფორმებულია ილუსტრაციებითა და კომიქსებით, დართული აქვს მნიშვნელოვანი ფოტო და დოკუმენტური მასალა. გამოცემას ახლავს მოძრავი ჩანართები.
წიგნის წაკითხვის დროს ნაწარმოების პერსონაჟებთან ერთად, მკითხველი ეცნობა XIX საუკუნის საქართველოს ყოფას. მნიშვნელოვანია ის რომ ხელშესახები, განსხვავებული და თანამედროვე 3D ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემა ორიგინალურად მიგვანიშნებს დიდი მწერლის აზრს სიზარმაცისა და უწიგნურობას შესახებ, რაც მწერლის აზრით ქვეყნისა და ერის დაცემის საფუძველია.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments