Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

17992234_10212955145184328_8201099209143710461_n

ანჩაბაძე, ზ. ევროპული საქრთველო : ევროპული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ. - თბ., 2015. – 630 გვ. 

ISBN 978-9941-0-7879-8


ნაშრომში ევროპული წყაროებიდან წარმოდგენილი ცნობები საქართველოს ევროპის შემადგენელ ნაწილად წარმოგვიჩენს. 

წიგნი დაყოფილია თავებად და მოიცავს საქართველოს ისტორიის ძირითად საფეხურებს,  ბიბლიური ერების ეთნოგენეზს, თანამედროვე ევროპის ეთნოისტრიას; ეზოთერიკას; კოლხეთსა და იბერიას ბერძნულ მითოლოგიაში; ქართველ მამლუქებს და აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. თითოეული ნაწილი გულისხმობს საქართველოსა და ქართველების ჩართულობას იმ მსოფლიოს დიდ ისტორიულ ვითარებაში, რაც მარადიულ ციკლურ ცვლილებებს გადაფარავს. 

წიგნში განხილულია უძველესი ცივილიზაციები, ბიბლიური ერები: შუმერები, ბაბილონელები, აქადევლები, ქალდეა და სხვა; თანამედროვე ერების ეთნოგენეზი და ეზოთერიკა. პარალელურად წარმოდგელია მითოლოგია ევროპის ეზოერული რენესანსი, მინოსი, ტროა და სხვ. თხრობის დასასრული ვითარდება ჯვაროსნულ ლაშქრობებისა და მამლუქების გარშემო. მნიშვნელოვანია ის, თუ რაოდენ ჩართულია ქართული ყოფა ამ ცვალებადობაში. 

ნაშრომი ბოლოს ცნობილი ქართველებს უბრუნდება, იმ სახელებს რომელთაც ასახეს XX საუკენე. აქვე წარმოდგენილია 102 ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის სია.

წიგნში რამოდენიმე გვერდზე განთავსებულია ცნობილ ქართველთა ფოტოები, აგრეთვე ძველი  დასავლურ-ევროპული რუქები, ჩვენი ქვეყნის ტოპონიმიკური ნიშნებით. აქვე წარმოდგენილია ოქროს საწმისის ორდენის რეგალიებიც. 

წიგნი გათვლილია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.