Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

17991152_10212955145544337_3831347793386739293_n

ცერცვაძე, მ. ნიკოლოზ ბარათაშვილი - პირადი წერილები / რედ. ლ. ბრეგაძე. - თბ: არტანუჯი, 2015. - 269 გვ.

ISBN 978-9941-463-08-2

წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილების განსხვავებულ გამოცემას, რომელსაც წინამორბედ მკვლევართა ნაშრომებისა და წინარე გამოცემების კომენტარებთან ერთად ახალი, ვრცელი, შევსებული კომენტარები დაერთვის. ბოლოდროინდელი ისტორიულ-ლიტერატურული კვლევები დაზუსტებულ და/ან განსხვავებულ მიდგომას წარმოაჩენს წერილის ადრესატებისა და ამა თუ იმ ანთროპონიმით მოხსენიებული ისტორიული პირების მიმართ, მათი ბიოგრაფიული ცნობებით. პერსონათა პორტრეტები სახასიათო შტრიხებითაა გამდიდრებული. 

ვრცელი შენიშვნები ეძღვნებათ იმ პირებს და ფაქტებს, რომელიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის. თანდართულ კომენტარებსა და შენიშვნებში უხვად არის გამოყენებული საისტორიო თუ სალიტერატურო წყაროები, სამუზეუმო ფონდის მასალები,  მემუარული, ეპისტოლური, სამგზავრო და სხვა ჟანრის ლიტერატურა. აქვეა ჩანაწერები, დღიურები, ცნობები საოჯახო არქივიდან და ინტერნეტ-რესურსები. 

გამოცემა აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით, წერილები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით.  კომენტარებთან და შენიშვნებთან ერთად, ერთვის პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი, ასევე, სპეციალურად მომზადებული თუ გამოკრეფილი გენეალოგიური ტაბულები. რუსულ ენაზე შესრულებული წერილების ან მათი ფრაგმენტების ქართული თარგმანები ეკუთვნის პეტრე უმიკაშვილის და 1945 წლის გამოცემის რედაქციას. გამოცემა ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 170 წლისთავს.