Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

3e8in

ცაგარელი, ლევან. კულტურის კვლევების შესავალი / რედ. ქ. გურჩიანი, გ. მაისურაძე. - თბ. : ილიას სახ. უნ-ტის გამომცემლობა, 2016. - 344 გვ. 

ISBN 978-9941-18-252-5

სახელმძღვანელოს მიზანია, საბაკალავრო საფეხურზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა მიმართულების სტუდენტს შეუქმნას წარმოდგნა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და კულტურის კვლევების საერთო მიზნებისა და ამოცანების შესახებ, გააცნობიეროს მათი მნიშვნელობა და თავისებურებანი. სახემძღვანელოში წარმოდგენილია კულტურის კვლევის ქვედარგები: კულტურის სემიოტიკა, მედიათა კულტურის კვლევები, კუტურის ანთროპოლიგია, კულტურის ფსიქოლოგია კულტურის სოციოლოგია და სუბკულტურის კვლევები; აგრეთვე გენდერი, კულტურათაშორისი და პოსტკოლონიური კვლევები. 

თვითონ სახელმძღვანელოს შექმნასაც საფუძვლად კონსტუქტივისტული მოვლენა უდევს, რაც არის არა ცოდნა სინამდვილის შესახებ, არამედ ცოდნა ჩვენს ცნობიერებაში. ეს უბიძგებს სტუდენტებს დააკვირდნენ ქართული კულტურის კონკრეტულ წარმონაქმნებს: არტეფაქტს, მენტეფაქტს, ტექსტს, რიტუალს და სხვა კულტურულ კონსტრუქციებს. 
წიგნის თემატიკა შემდეგია: ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან კულტურის კვლევებამდე; კულტურა, როგორც ვნებების სუბლიმაცია; კულტურა, როგორც ნიშანთა სისტემა; დეკონსტრუქცია, როგორც კულტურის ანალიზის მეთოდი; დრო და კულტურული მეხსიერება; სივრცე, როგორც კულტურული კონსტრუქცია და სხვ. 
სახელმძღვანელოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მას ერთვის კოლოკვიუმების საკითხები და საშინაო ნაშრომთა სავარაუდო თემატიკა. აქვეა გამოსახულებათა ნუსხა და წიგნში გამოყენებული ბიბლიოგრაფიის საკმაოდ ვრცელი სია, გვ.: 331-344. 

წიგნი დაიბეჭდა კავკასიის შვეიცარილი აკადემიური ქსელის მხარდაჭერით და როგორც მოვლენა ქართული კულტურული კვლევების პოპულარიზაციის განვითარების მხრივ თავისთავად  მნიშვნელოვან შენაძენს ქმნის.