ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
სანიკიძე, თ. სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა / რედ. თ. ონიანი; თ. ნანეიშვილი. - თბ.: საქ. მეცნ. ეროვნული აკად. სტამბა, 2016. – 255 გვ.
ISBN - 978-9941-0-9168-1
ISBN - 978-9941-0-9169-8
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია თანამედროვე მონაცემები უჯრედული მემბრანის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ. განხილულია მემბრანების შერჩევითი განვლადობისა და აღგზნებადობის მოლეკულური მექანიზმები, მემბრანის სტრუქტურისა და ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული მეტაბოლიზმის დარღვევები და ამ დარღვევების როლი პათოლოგიური პროცესების განვითარებაში. წიგნში მოცემულია არსებული ინფორმაცია უჯრედული ჰომეოსტაზის რეგულაციაში მემბრანის მონაწილეობის მოლეკულური მექანიზმების შესახებ.
წიგნს წამძღვარებული აქვს პირველ და მეორე გამოცემათა რედაქტორების წინასიტყვაობა და წერილები. სახელმძღვანელო დაყოფილია 4 თავად, რომელთაგან თითოეული შეიცავს რამდენიმე თემატურ ქვეთავს. სახელმძღვანელოს ბოლოს წარმოდგენილია განმარტებითი ლექსიკონი, ზოგიერთი უნივერსალური მუდმივების ცხრილი, ერთეულთა სისტემა, ფიზიკურ ერთეულთა სისტემაში გამოყენებული ათის ჯერადი და წილადი ნაწილები, საგნობრივი საძიებელი და გამოყენებული ლიტერატურის სია.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მედიკოსი და ბიოლოგი სტუდენტებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments