Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

zbve1
საქართველოს ილუსტრირებული ისტორია / პროექტის ხელმძღვანელი ჯ. სამუშია; რედ. ლ. იოსებაძე. - თბ. : პალიტრა L, 2014

- ტომი 22. : გელაშვილი, აკაკი. ერეკლე II  - თბ.: პალიტრა L, 2016. – 48 გვ.
- ტომი 23. : სამუშია, ჯაბა. ტაო კლარჯეთი. - თბ.: პალიტრა L, 2015. – 48 გვ.
- ტომი 24. : იოსებაძე, ლ. ილია ჭავჭავაძე- თბ.: პალიტრა L, 2016. – 48 გვ.  
- ტომი 25. : სამუშია, ჯაბა. ბრძოლის საუკუნე. - თბ.: პალიტრა L, 2016. – 48 გვ.  
- ტომი 26. : ბოშიშვილი, ალექსანდრე, სამუშია, ჯაბა. სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო. - თბ.: პალიტრა L, 2016. – 48 გვ.  
- ტომი 27. : ხუნდაძე, ნინო, ვაჩნაძე, დინარა. ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ.: პალიტრა L, 2016. – 48 გვ.  
ISBN 9789941217494
 
ამჯერად წარმოგიდგენთ საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგ ექვს ტომს. როგორც ადრე აღვნიშნეთ აქ ფაქტები ქრონოლოგიურად არ არის დალაგებული და ერთმანეთს ავსებს. ოდესღაც რეალურად მომხდარი ამბავი ცალკეულ ტომებში თავსდება და ოჯახის ყველა წევრისთვის ერთ დიდ, მთავარ სერიად ერთიანდება. ვიზუალურად რეკონსტრუირებული ახალი მოდელი დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით არის შექმნილი.
ეს  ტომეული არის კონკრეტული ეპოქების მკვლევარ-ისტორიკოსების მოთხრობილი და ხელნაწერთა სტილით ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მხატვრების მიერ ილუსტრირებული. სერიისათვის სპეციალურად შექმნილი სამუზეუმო ექსპონატთა ნუსხა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებიდან წიგნის რედაქციას გადმოეცა. 
ამჯერად ეს სერია გარკვეული კორექტირებით გამოვიდა და უკვე გათვალისწინებული 24 ტომის, შემდეგ დამატებული ექვსი ტომიც ჩაემატა და დამატებით სხვა ეპოქებსაც მიეძღვნა. ამ პროდუქტს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების გაცოცხლება დაედო საფუძვლად და საბოლოოდ სრულყოფილ სახეს მიაღწია.
წიგნის ყოველ ნაწილს ერთვის სიტყვის კონა და გამოყენებული ლიტერატურის, ილუსტრაციებისა და ფოტომასალის ნუსხა.