Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gpi0a

ბეპიევი, ნ. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი / რედ. ნ. ბეპიევი, ნ. ჯუსოითი. - თბ: უნივერსალი, 2016. – 864 გვ.

ISBN 978-9941-22-885-8

აღნიშნული სახელმძვანელო ძირითადად ეფუძვნება დღემდე გამოცემულ ოსურ-რუსულ, რუსულ-ოსურ, ასევე ოსურ, ქართულ და ორენოვან, განმარტებით, ეტიმოლოგიურ, ორთოგრაფიულ, დიალექტურ, დარგობრივ და ფრაზეოლოგიურ ლექსიკონებს. ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების და, ზოგადად, ოსური და ქართული ენების სპეციფიკის გათვალისწინებით, ლექსიკონებს დაერთვის ოსური და ქართული ენების გრამატიკული მიმოხილვები: წიგნს ერთვის აკადემიკოს ვ. აბაევის ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი და აკადემიკოს ა. არაბულის ქართული ენის გრამატიკული ნარკვევი; წინასიტყვაობა, ასევე - ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების გამოყენების წესები, ოსური და ქართული ანბანები (ტრანსკრიფციით), შემოკლებათა განმარტებები, გრაფიკული ნიშნების განმარტებები და სხვა სამეცნიერო აპარატურა. 

ლექსიკური ერთეულები წარმოდგენილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინებით. ქართული სიტყვების დაწერილობის დროს ძირითადად გამოყენებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პირველი კრებული და ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მეორე შევსებული გამოცემა. ლექსიკონისთვის საჭირო მასალა წლების განმავლობაში გროვდებოდა და მუშავდებოდა. 

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა 2012 წელს ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების გამოცემა. 

ლექსიკონი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მეცნიერებს, მკვლევარებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს და მკითხველთა ფართო წრეს.