Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

qhon0

მინდა ოთხთავი / გიორგი ათონელის რედაქცია; პროექტის ავტ.: ბ. მაცაბერიძე, რ. მოსიძე. - თბ.: ბაკმი, 2016. – 386 გვ.: ილ.

ISBN978-8841-426-23-0


ძველ საქართველოში დაწერილი „გელათის სახარება“  (XII ს) წარმოადგენს კალიგრაფიისა და მინიატურული მხატვრობის, თავსამკაულებისა და საზედაო ასოების, კინძვა-კაზმვისა და ჭედვა-მორთვის ხელოვნების მთლიან ჰარმონიას.

გელათის ოთხთავის მხატვრული გაფორმება, ოქროს ხანის პერიოდის ქართული მინიატურული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. „გელათის სახარების“ ხელნაწერს არ ახლდა არც გადამწერისა და მხატვრის ანდერძ-მინაწერები და არც ადგილისა და დროის განმსაზღვრელი ნიშნები. ამდენად წიგნის სახელწოდებაც მისი ბოლოდროინდელი დაცულობის ადგილიდან იქნა დამკვიდრებული.


წინამდებარე სახარება მინიატურებით გაფორმებული პირველი ბეჭდური გამოცემაა. გამოცემის ტექსტი მომზადდა „ახალი აღთქმის“ საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით.

წიგნი, როგორც საგამომცემლო ფაქტი უნიკალურია, როგორც მისი მხატვრული ღირებულებით, ისე გაფორმების დახვეწილი ტექნიკითა და მინიატურული მხატვრობის უიშვიათესი ნიმუშებით.


წიგნი იბეჭდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. გამოიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და  საგამომცემლო პროექტის „განძი რჩეული“ ფარგლებში.