Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

3gmtl

საქართველო ანგელოზის თვალით = Georgia in the Eyes of an Angel = Грузия глазами ангела =  Gruzija angelo akimis / ფოტოს ავტ. ვინგაუდას ვასილიაუსკასი – Leidėjas: Šilumos energija, [2017]. - [142 გვ.]

ISBN 978-609-95486-8-5

ეს არის ლიტვუტრი ენისა და კულტურის ცენტრისა და ცნობილ ფოტოხელოვან ვინგაუდას ვასილიაუსკასის ერთობლივი პროექტი წამძღვრებით - „ალბათ აქ ცხოვრობენ ანგელოზები“; ალბომი, რომელიც საქართველოს „მეცხრე ციდან“ დაგვანახებს.  
აქ თავმოყრილი ფოტოები საქართველოს ულამაზეს ბუნებას, კულტურას, არქიტექტურულ ძეგლებსა და ჩიტის ფრენით გადაღებულ ხედებს აღწერს. ალბომი ოთხენოვანია, ფოტოების კომენტარები მოამზადეს ლიტვის განათლების მეცნიერების უნივერსიტეტის ლიტვური ენათმეცნიერებისა და კომუნიკაციის კათედრის პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ვიდას კავალიაუსკასმა და ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ქეთევან გოჩიტაშვილმა.
ალბომში თავმოყრილია სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების უნიკალური ხედები: თბილისი,  ბათუმი, ბახმარო, მცხეთა, ახალი ათონი, კახეთი, ყაზბეგი, ქუთაისი, შიდა ქართლი, სვანეთი, მთიანეთი, სამცხე- ჯავახეთი, თუშეთი, რაჭა და სხვ. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაზას ავტორის წინასიტყვაობიდან, რაც წიგნში მიმდინარე უამრავ ფერად ფოტომასალას უფრო მნიშვნელოვანს და ხელშესახებს ხდის ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის: „...ცაში რადიოსისტემით მართულ ფოტოპლანერს ვუშვებდი, კადრებზე დაფიქსირებული ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილი საოცრებები სულის სიღრმემდე აღმაფრთოვანებდა ... საქართველო გეოგრაფიულადაა პატარა ქვეყანა, ხოლო თვალისმომჭრელი ხედების რაოდენობით ის ყველაზე დიდია მსოფლიოში.“