Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

tjhi9
ქართული ტრადიციული სამოსი. XVIII-XX საუკუნეები = Traditional Georgian Attire. 18th-20th Centuries / ავტ.-შემდგენლები: ი. მელიქიშვილი, ე. ნადირაძე, ლ. ტოგონიძე; სამეცნ. ხელმძღვანელი ი. მელიქიშვილი; პროექტის მენეჯერი ლ. ტოგონიძე. - თბ., [2017] – 303 გვ. 
ISBN 9789941056987

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, და კომპანია „სამოსელი პირველი“ წარმოგვიდგენს ქართული ეროვნული სამოსის უახლეს პროექტს. წიგნის დასაწყისში მოცემული რუკა თვალნათლივ შლის საქართველოს კუთხეებად, საქართველო ყველა ფერში  მისი დამახასიათებელი ორნამენტების მიხედვით. 
კომპანია „სამოსელი პირველი“ უკვე რამოდენიმე წელია მუშაობს ქართული ტრადიციული სამოსის შესწავლისა და მისი თანამედროვე მიმართულებით დაბრუნების მიმართულებით. წინამდებარე კატალოგში შეტანილია საქართველოს მუზეუმებს საცავებში დაცული XVIII-XX  სს. ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების ნიმუშები. კატალოგში გარდა საქართველოს თვითმყოფადი ორნამენტებისა, შევიდა სხვადასხვა მუზეუმებში და საოჯახო თუ კოლექციონერთა არქივებში დაცული XIX საუკუნის ფოტოსურათებიც. 
კატალოგი ნათლად წარმოაჩენს მკითხველს ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნებას. ქართველებისათვის სამოსი ქვეყნის კულტურის წარმომჩენი ნაწილია. იგი საკუთარი იდენტიფიკაციის, ისტორიისა და ტრადიციის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 
კატალოგში წარმოდგენილი ექსპონატები დაცულია: საქართველოს მუზეუმების  ფონდებსა და ფოტო-არქივებში. სულ წარმოდგენილია დაახ. ორი ათეული არქივი
წიგნი ორენოვანია, თითოეულ ფოტოს ახლავს საკმაოდ ვრცელი  და დეტალური აღწერილობა.