Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

6a6um

არსენიშვილი, ირინა. ქართული დაზგური ფერწერა: XVIII საუკუნის მეორე ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები / სამეცნ. რედ.  ნ.  ხუნდაძე; რედ. ნ. ნადარაია.  - თბ., [წ.ა.].  – 211 გვ.

ISBN  978-9941-27-341-4

წიგნი-ალბომი „ქართული დაზგური მხატვრობა. XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები (მხატვრულ-სტილური საკითხისათვის)“ კვლევის ტიპოლოგიური და კომპარატიული მეთოდების გამოყენებით ქართული დაზგური ფერწერის განვითარების ძირითადი მხატვრულ-სტილური ტენდენციების გამოვლენას ისახავს მიზნად.
ყოველი ისტორიული ეპოქის ხელოვნებას აქვს თავისი, სხვებისგან განსხვავებული, ბედი, ხშირად რთული და არაერთმნიშვნელოვანი. ასეთივეა ქართული დაზგური ფერწერის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდი (XVIII ს-ის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები), როდესაც ქართულ მხატვრობაში ხელოვნების ტრადიციული ფორმები იშლება, იქმნება და ვითარდება ახალი - დაზგური ფერწერა.
იმისათვის, რომ შეიქმნას მართებული წარმოდგენა ქართულ დაზგურ ფერწერაზე, მიზანშეწონილია მისი განხილვა დასავლეთევროპულსა და რუსულ დაზგურ ფერწერასთან მიმართებით. აღორძინების ეპოქიდან ევროპულმა კულტურამ და დაზგურმა ფერწერამ სტილური ევოლუციის მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო. მიუხედავად ევროპული ფერწერის არათანაბარზომიერი ევოლუციისა, საერთო მხატვრული პროცესები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობდა, რაშიც ევროპული მხატვრობის ისტორიული მთლიანობა გამოვლინდა. საქართველოში XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან იწყება ამ მრავალსაუკუნოვანი პროცესის დაჩქარება, „ნახტომისებრი“ განვითარება, რაც გამოწვეული იყო საქართველოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხასიათით. ამ მხატვრულ-ისტორიული პროცესის დროში „შემჭიდროების“ გამო სხვადასხვა სტილური ტენდენციისა და მხატვრული მიმდინარეობის მრავალფეროვნება, მათი შერწყმა ართულებს ქართული დაზგური ფერწერის სტილური განვითარების სურათს.
ნაშრომში განსაზღვრული და დადგენილია, რამდენად არის ახალი ქართული მხატვრობა საერთო (ევროპული) მხატვრული განვითარების შემადგენელი ნაწილი და როგორია მისი ეროვნული თავისებურება.
წიგნში განხილული მასალის ძირითადი ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და მხატვართა სახლ-მუზეუმებშია დაცული.
წიგნს თან ახლავს ფერადი ილუსტრაციები. ასევე, რეზიუმე და ილუსტრაციების სია ინგლისურ ენაზე.