Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

nr3kq

Cyber Warfare: A  Multidisciplinary  Analysis / Ed.: J. A. Green. - London - New York: Routledge,  2016. - XIV, 182 p.

ISBN  13: 978-0-415-78707-9 (pbk)
ISBN  13: 978-1-138-79307-1 (hbk)

წიგნი წარმოადგენს კიბერ ომის მულტიდისციპლინურ ანალიზს, წამყვანი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულს.
კიბერ ომი, სახელმწიფოთშორისი კიბერ აგრესია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერული ქსელური შეტევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ესტონეთში (2007 წ.), საქართველოში (2008 წ.) და ირანში (2010 წ.).  ომის წარმოების ამ მეთოდს აქვს ისეთივე გამანადგურებელი ძალა, როგორც პირობითად შეიარაღებულ კონფლიქტს. ამჟამად, ყველა სახელმწიფოს მსოფლიოში  აქვს კიბერ-თავდაცვის პროგრამა, ხოლო 120 სახელმწიფოზე მეტს კიბერ-შეტევის.
ნაშრომი, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს კომპიუტერული მეცნიერების, სამხედრო სტრატეგიის, საერთაშორისო სამართლის, პოლიტიკური მეცნიერების და სამხედრო ეთიკის ჭრილში, გვთავაზობს კიბერ ომის კრიტიკულ მიმოხილვას. თავების სახით, ნაშრომში განხილულია კიბერ ომის წარმოშობის ფენომენი საერთაშორისო ურთიერთობებში,  რას წარმოადგენენ კიბერ-შეტევები ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სტრატეგიული ღირებულება და საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს კიბერ კონფლიქტისაგან, კიბერ-შეტევების სამართლებრივი რეგულაციები, კიბერ ომის ეთიკური ასპექტები და სხვა.
წიგნი, ძირითადად საინტერესოა სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კიბერ ომით, კიბერ უსაფრთხოებით, სამხედრო ეთიკით, საერთაშორისო სამართლით და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებით.