ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
Rethinking the 'Coloured Revolutions' / Ed.: D. Lane, S. White. - London - New York: Routledge, 2012. - XVIII, 308 p.
ISBN 13: 978-0-415-57169-2 (hbk)ISBN 13: 978-0-415-81479-9 (pbk)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის ბოლოდან, დაიწყო არარეგულარული ცვლილებები პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში. კრებულში ყურადღება გამახვილებულია სწორედ ამ ცვლილებებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სერბეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, 2000-2005 წლებში, რასაც ერთობლივად ეწოდა „ფერადი რევოლუციები“ : განსაკუთრებული ფერის გარეშე სერბეთში, ვარდების საქართველოში, ნარინჯისფერი უკრაინასა და ტიტების ყირგიზეთში.
გარდა, „ფერადი რევოლუციის“ ქვეყნებში პოლიტიკურ ცვლილებებზე ფოკუსირებისა, კრებულში განხილულია ის ქვეყნებიც, რომელთაც არ გამოუცდიათ ამ ტიპის არარეგულარული ცვლილებები (მაგალითად, ბელორუსია და ყაზახეთი) და ასევე, ყურადღება დათმობილი აქვს რუსეთსა და ჩინეთში „დემოკრატიის განვითარებაზე“ გამოვლენილ რეაქციებს.
კრებული წარმოადგენს „Journal of Communist Studies and Transition Politics“-ის სპეციალურ გამოცემას.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments