Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4piiu
ყიფიანი, დიმიტრი. თხზულებანი. ტ. II. პუბლიცისტიკა, ლიტერატურული წერილები, საისტორიო თხზულებები / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2017. – 520 გვ.: ფოტო. 
ISBN 978-9941-27-609-5

დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულია მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის. წიგნი კი თავისთავად, საკმაოდ მრავალმხრივი და ბევრის მომცველი, ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის ხდება მნიშვნელოვანი არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის. 

ამჯერად დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომს განვიხილავთ. აქ შესულია ავტორის პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები. მისი გაცნობისას მკითხველი აღმოაჩენს ისეთ საინტერესო პუბლიცისტურ  მასალებს, რომლებიც დაწერილია „მეომართ ცოლ-შვილისათვის საზრუნველი საზოგადოების“ გამო; „ქართული სათეატრო ამხანაგობის“ შესახებ; „წერა-კითხვის საზოგადოებაზედ“; ხიზანთა საკითხი; „რომეო და ჯულიეტას“ თარგმანის ბეჭდვისას დაშვებული შეცდომების გამო; ჰიუგო. „ოთხმოც-და-ცამეტიდამ“; თამარ მეფის საუკუნე და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პასაჟებს. 
წიგნში ერთვის საკმაოდ ვრცელი: დამოწმებანი; შემოკლებანი და პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები გვ.: 387-518. 

აღსანიშნავია ისიც, რაც მომავალ ტომებში აისახება, დ. ყიფიანის თხზულებებიდან: კერძოდ, ნაწერები ბატონყმობისა და თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შესახებ, იურიდიული თხზულებები, სახელმძღვანელო „ახალი ქართული გრამატიკა“, რეცენზიები, ავტობიოგრაფიული ნაწერები, საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, დაუმთავრებელი თხზულებები და ოფიციალური, საქმიანი და კერძო მიმოწერა.