Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

1ukv9
ჯაფარიძე, გოჩა. ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში : (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით) = The Georgian monasteries and Monastic Community in the Holy Land in the 11th-18th Centuries : (According to the Arabic Narratives and Documents Sources) / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბ.: მერიდიანი,  2018. – 364 გვ. 
ISBN 978-9941-9497-0-8

ქართული სამონასტრო თემის შესწავლის ისტორია საკმაოდ ვრცელი და შორეულია, მკვლევარები დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს და ნარატიულ წყაროებს ქართულ, სომხურ, რუსულ და დასავლეთ ევროპულ ენებზე. ჩანაწერები სამონასტრო თემის ისტორიის შესახებ XI-XVII საუკუნეებს ითვლის. ეს არის პალესტინაში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის; ქართველ დედათა მონასტრის; შაჰინის; წმ. თეკლას; წმ. გიორგის; წმ. ეკატერინეს და სხვა მრავალი მონასტრების ნარატიული მასალები. 
წიგნში ცალკე მხარე აქვს დათმობილი მამლუქ სულტნებსა და ოსმალთა ბატონობას. აგრეთვე განხილულია არაბული დოკუმენტები. ამ კვლევამ, საკმაოდ სპეციფიკური და სხვადასხვა მდივნის მიერ სხვადასხვა ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვა-კომენტირებამ და საკვლევი პრობლემის მონოგრაფიულმა შესწავლამ, მოითხოვა საკმაოდ ვრცელი ქართული, არაბული და ევროპული ნარატიული წყაროებისა და ამავდროულად უახლესი დასავლური გამოკვლევების ცალკე შესწავლა. 
ეს წიგნი თავისი მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ახალ ეტაპს წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის ისტორიის შესწავლის საქმეში. თემა აქტუალურია საზღვარგარეთ ქართული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისითაც. 
წიგნს ახლავს ვრცელი ანოტაცია ინგლისურ ენაზე გვ.: 290-243; ბიბლიოგრაფია და საძიებელი
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.