ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
![]() |
||
ციტირების ინდექსის დადგენაგთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტისაძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
|
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 28/03/2018 - 17:49.
![]() ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV. ქართული ისტორიული საბუთები XVI საუკუნე : (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) = Georgian Historical Documents 16th Century : (Kartli and Samtskhe-Saatabago) / კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული არქივი; ტომი შეადგ. და ქართული ტექსტები გამოსაც. მოამზადა მ. სურგულაძემ, სპარსული ტექსტები მოამზადა თ. აბაშიძემ; ტომის რედ.: ზ. აბაშიძე, ე. ცაგარეიშვილი. - თბ., 2016. – 746 გვ.: ტაბ.
ISBN 978-9941-25-427-7
უაღრესად ღირებული და ამავდროულად საკმაოდ ვრცელი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის წიგნი თავდაპირველად 1984 წელს გამოიცა და IX-XIII საუკუნეებს მოიცავდა. ისტორიული საბუთების კორპუსის თითოეული ტომი ქართლის სამეფოს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული საბუთების გაცნობის ერთგვარ მნიშვნელოვან და ამავდროულად საინტერესო ცნობად წარმოგვიდგება.
მიმდინარე ტომში მკითხველი გაეცნობა XVI საუკუნიდან შემონახულ სამცხე საათაბაგოს ისტორიულ საბუთებს; ოფიციალურ პირთა - მეფეთა, დედოფალთა, საეკლესიო იერარქთა და ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა ბრძანება განკარგულებებს, იურიდიულ გარიგებებს, სასამართლო აქტებს, რომელთა სამართლებრივ შინაარსს ამ დროისათვის უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები და მიწათმფლობელობის ფორმები განსაზღვრავენ. აქ აგრეთვე გადმოცემულია საეკლესიო ცხოვრების სფეროში გამოვლენილი სამცხე-საათაბაგოს მმართველთა სეპარატისტული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია აგრეთვე წიგნში გადმოცემული საქართველოში სპარსულ-ყიზილბაშური ტერმინოლოგიის შემოსვლის და დამკვიდრების მაგალითები და ქართულ-სპარსულ საბუთების გავრცელების პრაქტიკა ქართულ სამართლებრივ სივრცეშიც.
ტომი მომზადებულია უპირატესად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრისა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული კოლექციების ბაზაზე. წიგნს ახლავს შემოკლებები, ბიბლიოგრაფია, პირთა და საბუთების ინდექსთა საძიებლები, ფერადი ტაბულები და რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
»
|
ცნობები![]() ტელეფონები:2212768; 2335930 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 |
|