Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

n46bg
გამყრელიძე, გ. იარაღ-საჭურველი ძვ. წ. V - ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოში. I / გ. გამყრელიძე, ვ. შატბერაშვილი, მ. ფირცხალავა, მ. ჩარკვიანი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. - თბ., 2018. - გვ. 1-170. ილ.: 245-295 = Gamkrelidze, G. Weapons and Armour in Georgia (5th  century BC - 4th century AD). I / G. Gamkrelidze, V.  Shatberashvili, M. Pirtskhalava, M. Charkviani; Georgian National Museum, Otar Lordkipanidze Institute of Archaeological Studies. – Tb., 2018. - P. 171-243. 
ISBN: 978-9941-27-959- 1

წინამდებარე წიგნში ძვ.წ. V- ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული იარაღ-საჭურველი: შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი, მუზარადი, ჯაჭვ-ჯავშანი, ფარი და სხვ. შესწავლილია სტატისტიკურ-ტიპოლოგიურად, სისტემური ანალიზის მეთოდის გამოყენებით; არქეოლოგიური მონაცემები შეჯერებულია წერილობით წყაროებთან;   მოკლედაა მიმოხილული იარაღის შემცველი არქეოლოგიური ძეგლები. ასეთი მეთოდიკის გამოყენების შედეგად შეიქმნა საცნობარო-მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი ანტიკური პერიოდის საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და საბრძოლო ისტორიის შესახებ. აღნიშნული ნაშრომის პარალელურად, შედგა არქეოლოგიური მასალის კატალოგი: „იარაღ-საჭურველი ძვ.წ. V - ახ. წ. IV საუკუნეების საქართველოში II (ნაწ.), რომელიც ინტერნეტშია განთავსებული. 
მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები განუწყვეტელ ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი. ამ ბრძოლებში ვითარდებოდა და იხვეწებოდა მათი სამხედრო გამოცდილება, სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღება. ანტიკურ ხანაში, ძველი საქართველოს ტერიტორიაზე, პოლიტიკური ჰეგემონობა კოლხეთის და იბერიის სამეფოებმა მოიპოვეს, რომელთა ადგილსა და საფუძველზეც მომავალში წარმოიქმნა ერთიანი სახელმწიფო - საქართველო. აღნიშნულ ნაშრომში, სწორედ ამ ეპოქის იბერია-კოლხეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტორია და იარაღ-საჭურველია განხილული. 
წიგნში გამოყენებული და გადამუშავებულია გამოქვეყნებულ ნაშრომებში მოცემული გრაფიკული გამოსახულებები და ფოტომასალა. 

ნაშრომი ორენოვანია. შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.