Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

surati

კაცელაშვილი ბასილიძე, ზ. აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს „მსოფლიოს ენათა კატალოგი“ და ზენაარელი ქალდეველ-ქართველები / ზ. კაცელაშვილი ბასილიძე, ლ. კაცელაშვილი, მ. კაცელაშვილი. - თბ., 2014. - გვ. 591. 

ISBN: 978-9941-0-7063- 1

ნაშრომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ქართველთა წარმომავლობის დღემდე ბუნდოვანი საკითხის გაშუქებას, შედგება ორი ნაწილისაგან.

ნაშრომის პირველ ნაწილში განსაკუთრებული ადგილი უკავია აბატ ჰერვასის ფუნდამენტური ნაშრომის „ცნობილი ერების ენათა კატალოგი, და ნუმერაცია, დაჯგუფება, და კლასები მათი იდიომებისა და დიალექტების განსხვავებების მიხედვით“. ეს ნაშრომი სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება შემოკლებული სათაურით - „ენათა კატალოგი“, რის გათვალისწინებითაც ავტორებმა უმჯობესად ჩათვალეს მისთვის ეწოდებინათ „მსოფლიოს ენათა კატალოგი“. წარმოჩენილია ამ ნაშრომის ძირითადი მიზანი და მისი მნიშვნელობა ენათმეცნიერებაში. ვინაიდან ეს ნაშრომი დღემდე არ არის მეცნიერულად რედაქტირებული, ავტორების მიერ შედგენილია მისი ექვსივე წიგნის „სახელებისა და გეოგრაფიული ტერმინების ეტიმოლოგიათა საძიებელი“, რომლის წაკითხვაც მკითხველს გააცნობიერებს მრავალი ხალხისა და ენის წარმოშობის ისტორიაში. 

აბატ ჰერვასის „მსოფლიოს ენათა კატალოგის“  II  წიგნის  მეშვიდე  თავი ეძღვნება ქართულ-კოლხურ, ალბანურ და არმენულ ენებს, ამიტომ ეს თავი ავტორების მიერ სრულადაა თარგმნილი. 

ნაშრომის მეორე  ნაწილში გადმოცემულია ავტორების მრავალწლიანი კვლევის შედეგები, რაც ცალსახად წარმოაჩენს ქართველთა წინაპრების ეთნოგენეზს, რის შესახებაც დღესაც არაა ჩამოყალიბებული ერთიანი მეცნიერული თვალთახედვა. ამ საკითხის გადაწყვეტას ყოველთვის ართულებდა ის მიზეზი, რომ ქართველთა წინაპრები წარმოადგენდნენ რა იმ მცირერიცხოვანი ერებიდან ერთ-ერთს, რომელთაც პირველებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში უძველესი შუამდინარული ცივილიზაცია, მუდმივად განიცდიდნენ ბარბაროსი ხალხების შეტევებს, რამაც გაანადგურა მათ მიერ შექმნილი დიდი სახელმწიფოები და კულტურა. ამ გარემოებამ კი თავისთავად განაპირობა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში ქართველი ერის მატიანის წარმოების შეწყვეტა. ქართლის სამეფოს წარმოქმნისა და მწიგნობრობის განახლების შემდეგ, ერის ეს უმატიანო ცხოვრების პერიოდი შეივსო ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით, რამაც ცხადია გააბუნდოვნა ქართველთა წარმომავლობა, ხოლო ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ მემატიანეთა მიერ ქართველთა წინაპრების დაკავშირებამ ბიბლიურ პატრიარქებთან ეს საკითხი უფრო მეტად გაურკვეველი გახადა. 

შრომაში შესწავლილია მოსაზრებები ქართველთა ხეთებიდან, შუმერებიდან და ურარტუელებიდან წარმოშობის შესახებ. ასევე განხილულია ძველი ავტორების შეხედულებები ქართველთა წარმომავლობასთან დაკავშირებით.

ნაშრომი გამდიდრებულია ილუსტრაციებით.