Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

44834453-1746401748805290-6997633530670874624-o

კალანდია, გ. ქსოვილი საქართველოდან / გ. კალანდია, ი. საგანელიძე, ი. ზამბახიძე; სამეცნ. რედ. გ. კვანტიძე; რედ. ე. სალარიძე = Kalandia, G. Textile from Georgia / G. Kalandia, I. Saganelidze, I. Zambakhidze; Scientific Ed. G. Kvantidze; Ed. E. Salaridze. – [თბ.] : ელოვნების სასახლე, 2017. – 402 გვ. : ტექსტი ილუსტრაციებით ქართ., ინგლ.

ISBN: 978-9941- 0-9641- 9

“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.

ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.

პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.

ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

ისტორიულ ტექსტილთან ერთად კატალოგში შეტანილია რეკონსტრუირებული, აღდგენილი ქსოვილები, რომლებიც მხატვრებმა ეკლესია-მონასტების ფრესკებიდან და უძველესი ხელნაწერებიდან გადმოიხატეს და შემდეგ ძვირფას აბრეშუმზე აღადგინეს. (ქსოვილების ავტორი ეკატ.გეგუჩაძე.)

ნიშანდობლივია, რომ ისტორიულ ფრესკებზე დაყრდნობით აღდგენლი ქსოვილის ფრაგმენტები ცხადყოფს ქართული ესთეტიკური ღირებულებების დიდ მნიშვნელობას საქართველოში.

წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები.

პროექტის მხარდამჭერი ნაციონალური სამოსის სახლია, კატალოგის გამოცემა და მეცნიერული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.