Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პროფესიული პროექტის შედგენა

თსუ   ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ 8 საათიან ტრენინგს ’’ პროფესიული პროექტის შედგენა’’. 

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე,  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3), სამშაბათს, 29 იანვარს, 09:00  საათზე.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! 



ტრენინგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას.

ტრენინგის თემებია: 
- პროფესიული პროექტის ირგვლივ, უკვე არსებული, მეთოდების და კითხვარების პრეზენტაცია.
- კონკრეტული, სტუდენტის პროფილის შესაფერისი, მეთოდის შერჩევა და გამოყენება.
- კოლექტიური აზროვნების და პრობლემის კოლექტიურად გადაჭრის წახალისება და პრაქტიკაში დანერგვა.
- ინოვაციური აზროვნების პროცესში სტუდენტის ჩაბმა.

ტრენინგს გაუძღვება პროფესიული სწავლებისა და ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის (CNAM)  პროფესორი კიმ ვუ პარიზიდან. CNAM-ს აქვს 158 პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც ამჟამად 69 000 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია! 
დასარეგისტრირებლად ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ 27 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი,  ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერისტეტის დასახელება და ფაკულტეტი   მისამართზე cantt@sciencelib.ge 


ტრენინგის ჩატარების დრო  - 2019 წლის 29 იანვარი  9:00 – 18:00
ტრენინგის ენა - ინგლისური  
მდებარეობა - თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მისამართი: მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3