Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

უსაფრთხოა თუ არა ბიო–ტექნოლოგიურად გენმოდიფიცირებული ორაგულის საკვებად გამოყენება

2010-09-21T010738Z_01_BTRE68J18I400_RTROPTP_3_SCIENCE-US-FDA-BIOTECH-SALMON

პირველ გენ-მოდიფიცირებული ცხოველის ხორცს, რომელიც გამიზნულია მომხმარებელთა „სადილის თეფშზე მოსახვედრად“, გაურკვეველი მომავალი აქვს, – ასეთი დასკვნა გააკეთა ორშაბათს აშშ-ს ფედერალურმა საკონსულტაციო საბჭომ, რამაც გამოიწვია სხვადასხვაგვარი შეფასება, არის თუ არა ამგვარი პროდუქტი, კერძოდ – ორაგული – საკვებად უსაფრთხო.
კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საბჭომ წამოჭრა საქმე სწრაფად გაზრდადი თევზის შესახებ, რომელსაც კორპორაცია – Aqua Bounty Technologies აწარმოებს. საბჭომ განაცხადა, რომ საკმარისი მონაცემები არ იყო წარმოდგენილი პასუხის გასაცემად ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორებიცაა ალერგენები და სხვა პოტენციური რისკები.  „არსებობს კითხვები, რომლებზეც წარმოდგენილი მონაცემებით პასუხები არ გაცემულა,“ – განაცხადა საბჭოს წევრმა, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა და ვეტერინარმა, ჯეიმს მაქქინმა.


მაგრამ, საბჭოს დანარჩენმა წევრებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება ორეულსა და შემოთავაზებულ ორაგულს შორის.


„არანაირ შიშს არ ვიგრძნობდი ამგვარი თევზის ჭამის დროს,“ განაცხადა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თევზის სახეობების მკვლევარმა გარი თორგაარდმა.

ვრცლად: NewsDaily