Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

თენგიზ მირზაშვილის გახსენება

30/09/2010 - 16:00
30/09/2010 - 19:00
Etc/GMT+4

netgazeti

თენგიზ მირზაშვილი - თეთრი ფარა

თენგიზ მირზაშვილს, მხატვარს, რომელსაც საქართველოში ჩუბჩიკას სახელით იცნობდნენ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დარბაზში ხვალ გაიხსენებენ.

მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მის ნამუშევრებთან ერთად, ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგება.

ხვალ, დღის 4 საათზე”თენგიზ მირზაშვილის ბიობიბლიოგრაფიის” პირველი და მეორე გამოცემის პრეზენტაციია დაგეგმილი.

ბიბლიოთეკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ნათქვამია, რომ წიგნში მხატვრის მიერ შესრულებული პლაკატები, ბუკლეტები, წიგნის ილუსტრაციები შევა. ასევე  სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ინტერვიუები და პუბლიკაციები.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს წიგნის გარეკანზე განთავსებული ავტოპორტრეტის ორიგინალს, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს, წერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. წიგნის შემდგენელი ციური კოჭლაშვილია, რედაქტორი კი ლევან თაქთაქიშვილი.

თენგიზ მირზაშვილი 74 წლის ასაკში,2008 წლის იანვარში გარდაიცვალა. თავის დროზე მისი ნამუშევრების გამოფენები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოეწყო. მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში.