Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 4 ოქტომბერს

53ab13be499c

 4 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორი სპექტაკლი აჩვენეს. პირველი არის - „იორინდე და იორინგელი.“ სპექტაკლი ძმები გრიმების მიხედვით დაიდგა. რეჟისორი, დეკორაციისა და თოჯინების მხატვარი - ჰელგა ბრეჰმეია, მუსიკა ლილი ფრიდმან გრუპისა, მონაწილეობს: ჰელგა ბრეჰმე. ბოროტი ჯადოქარი იორინდეს ჩიტად გადააქცევს. იორინგელი შეებრძოლება დრაკონს, მოიპოვებს ჯადოსნურ ყვავილს და ათავისუფლებს იორინდელს. კასპარი და მისი ცხენი მთხრობელები არიან. რეზო გაბრიაძე სპექტაკლის შესახებ ამბობს: „დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს თეატრში ასეთი არაჩვეულებრივი წარმოდგენა გაიმართა. თეატრია, ნამდვილი თეატრი, რომელსაც უჩვეულო განცდები მოაქვს. ასე იყო ათასი წლის წინათ და ასეა ახლაც. ეს წარმოდგენა არაჩვეულებრივად მსუბუქი და ამავე დროს რეალურია. დიდი მადლობა თქვენ იმ გრძნობებისთვის, რასაც სამოცი წუთის მანძილზე განვიცდიდი. ძალიან დიდი მადლობა.“

„თეატრი ძაფებზე“ 1972 წელს შტუტგარდტში ჰელგა ბრეჰმემ დაარსა. სპექტაკლის ავტორები არიან ჰელგა ბრეჰმე და კარლ რეტენბაჰერი. ხელნაკეთი ხის თოჯინები, მარტივი სცენარი, მოკლე ტექსტი და მუსიკა სპეციალურად ამ წარმოდგენისთვისაა შექმნილი. ეს წარმოდგენები განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისათვის. ეს არის თოჯინური სპექტაკლი, რომლესაც ხელმძღვანელობენ გამოცდილი მეთოჯინეები, სხვადასხვა სცენური საიდუმლოებებისა და გამოცდილი ტექნოლოგიების მეშვეობით. ეს მცირე სცენა უკვე მსოფლიოში ცნობილი თოჯინების თეატრია. გასტროლები ჰქონდა: ინდოეთში, ინდონეზიაში, გუატემალაში, ეკვადორში, ჩეხეთში, რუსეთში, შვედეთში, ლიტვაში, საქართველოსა და სომხეთში.

მეორე სპექტაკლია - „არლეკინი, ორი ბატონის მსახური.“ სპექტაკლი კარლო გოლდონის პიესის მიხედვით დაიდგა. ინსცენირება ფერუჩო სოლერისა და სტეფანო დე ლუკასის, რეჟისორი ჯორჯო სტრელერი, დეკორაცია ეციო ფრიგერიოსი, კოსტუმები ფრანკა სკორცეაპინის, მუსიკალური გაფორმება ფიორენცო კარპის, ქორეოგრაფი მარისა ფლეჩი, განათება ჟერარდო მოდიკასი, დამხმარე დეკორატორი ლეილა ფტეიტა, ნიღბები ამლეტო და დონატო სარტორების. მონაწილეობენ მსახიობები: ენრიკო ბონავერა, ჯორჯიო ბონჯოვანი, ფრანჩესკო კორდელა, ლეონარდო დე კოლი, ალესანდრა გიგლი, ფრანჩესკო გუიდი, სტეფანო გუიზი, ტომასო მინიტი, სტეფანო ონორი, ანა-მარია როსანო, ჯორჯიო სანგატი, ჯორჯიო სენესი, მუსიკოსები: ჯიანო ბობიო, კლაუდიო ბონდი, ფრანკო ემალდი, პაოლო მატეი, ელიზაბეტა პასკუინელი. არლეკინი ოპერისა და თეატრის ლეგენდარულმა რეჟისორმა ჯორჯო სტელერმა 1947 წელს დადგა. სპექტაკლი სხვადასხვაგვარად აღიქვა მაყურებელმა. ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო XX-ე საუკუნის „კომედიის“ ერთგვარი ინტერპრეტაცია, მეორე ნაწილს კი მიაჩნდა, რომ სპექტაკლი მსოფლიოში იტალიური კულტურის ელჩის ფუნქციას ასრულებდა.

XVIII საუკუნის დრამატურგი კარლო გოლდონი მოგვითხრობს ვერაგ მსახურზე, რომელიც სამი ქორწილის, სასიყვარულო სცენების, ორი დუელის და დევნის შედეგად „კომედია დელ’არტეს“ უნიკალურ პერსონაჟად ყალიბდება. პრესა წერს: „სტრელერის არლეკინი დროს გაუძლებს.”- The New York Times, July 22, „ეს არის გოლდონის ყველაზე სრულყოფილი ინტერპრეტაცია.“ - Chicago Tribune, November 25.

მილანის პიკოლოს, იგივე ევროპის თეატრი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თეატრია იტალიაში, რომელიც 1947 წელს ჯორჯიო სტრელერისა და პაოლო გრასის თაოსნობით დაარსდა. 1950 წლიდან მოყოლებული თეატრმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გასტროლი გამართა და უამრავი მაყურებლის კეთილგანწყობა მოიპოვა, რაც ჯორჯიო სტრელერის პროფესიონალიზმის დამსახურებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ტურნე, რომლის შემდეგაც პიკოლოს თეატრმა ძალიან მოკლე დროში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი თეატრის სტატუსი მოიპოვა.