ვისი პრობლემის ჯერია? უხერხული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ღარიბი ქვეყნების დახმარება

გლობალური სიღარიბის შეფასება
ღარიბი ხალხი – გაღატაკებული,
1990 წელს ეს თეზისი (სიღარიბის ასეთი განაწილება) სიმართლეს შეესაბამებოდა: მაშინ, მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 90%–ზე მეტი ცხოვრობდა ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. მაგრამ, ამჟამად, ასეთი მოსაზრება არასწორად გვეჩვენება. ენდი სამნერი ბრიტანეთის კვლევითი განვითარების ინსტიტუტიდან მიიჩნევს, რომ 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლეობა, რომლის დღიური შემოსავალი $1.25 დოლარზე ნაკლებია და სიღარიბის ზღვარზე იმყოფება, ამჟამად საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. მხოლოდ ერთი მეოთხედს შეადგენს უღარიბეს სახელმწიფოებში მცხოვრები მოსახლეობა (უმეტესად აფრიკაში).
ეს ცვლილება ასახავს განვითარებადი ქვეყნების წარმატებულ მცდელობას, გაჭირვებიდან გამოიყვანონ საკუთარი თავი. 1998 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით 61 ქვეყანა (203-დან), დაბალშემოსავლიან ქვეყნად ითვლებოდა (ეს იმას ნიშნავს, რომ წლიური შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს $760–ზე ნაკლებს). 2009 წელს ამ რიცხვმა 39–მდე დაიწია (220 ქვეყნიდან).
ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ნიგერია გადავიდნენ საშუალო შემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში (ჩინეთმა ადრევე გადალახა ზღვარი). მაგრამ ჩინეთისა და ინდოეთის გამოკლებითაც კი, მსოფლიოს სხვა საშუალო–შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიღარიბის წილი 1990 – 2008 წლებში გასამმაგდა და 22%-ს მიაღწია . სხვა ციფრები კიდევ უფრო ამტკიცებენ მისტერ სამნერის გამოთვლებს. მსოფლიოს არასრულყოფილი სიმაღლის მქონე ბავშვებიდან (დაბალი სიმაღლე არასრულფასოვანი კვების მიმანიშნებელია), 70% ცხოვრობს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
ვრცლად: The Economist
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება


აკადემიური ლექსიკონი
სამხედრო ლექსიკონი
