Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონდოლიზა რაისის პირველი მემუარები

63913642718e

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, დაგეგმილი სამი მემუარული წიგნიდან, პირველი  გამოსცა. მასში ავტორი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებს იხსენებს, რომელიც სამხრეთ შტატების რასობრივი სეგრეგაციის პირობებში გაატარა. კონდოლიზა რაისის წიგნი „არაჩვეულებრივი ჩვეულებრივი ადამიანები: ოჯახური მემუარები“ აშშ-ში 14 ოქტომბრიდან გაიყიდება.


კონდოლიზა რაისი 1954 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში დაიბადა, რომელიც 1950-60-იან წლებში საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი აფროამერიკული მოსახლეობისთვის ერთგვარ ასპარეზად იქცა. წიგნში რაისი ბირმინგემში ცხოვრების პერიოდს აღწერს და წერს, რომ: „1950-იან წლებში თეთრები და შავკანიანები ორ პარალელურ სამყაროში ცხოვრობდნენ, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება მხოლოდ რამდენიმე საზოგადოებრივ ადგილზე ჰქონდათ.“

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი იხსენებს, როგორი გავლენა იქონია მასა და მის გარემოცვაზე პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობამ, რაც „შავკანიანთათვის პირად საფრთხედ აღიქმებოდა.“  წიგნში ავტორი აღწერს, როგორ ისწავლა სამი წლის ასაკში მშობლების დახმარებით ფორტეპიანოზე დაკვრა, აგრეთვე იხსენებს უნივერსიტეტში სწავლის წლებს და მისი ოჯახის ბირმინგემიდან დენვერში გადასახლების შემდგომ პერიოდს. რაისის მემუარების პირველი წიგნი 2000 წლით სრულდება, როცა ის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ნაციონალური უშიშროების საკითხში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. ადმინისტრაციაში  რვაწლიანი მუშაობის პერიოდს, რომელმაც რაისი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად აქცია, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მეორე  წიგნში დაწერს, რომელიც 2011 წელს გამოვა.