Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ვისი სამართალი უფრო მეტს იწონის?

ისლამურ სამართალსა და დასავლეთის საკანონმდებლო კოდექსებს შორის კომპრომისის პოვნა ძნელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საშუალება...


დასავლეთის ნებისმიერ პოლიტიკოსს, მოსამართლესა თუ რელიგიურ ლიდერს, რომელსაც სურს წამიერად გახდეს ცნობილი, ან გამართოს მცირეოდენი პოლემიკა, ადვილი არჩევანი გააჩნია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ საზოგადოებაში წარმოთქვას სიტყვა ”შარიათი” (”წმინდა კანონი” ისლამურ რელიგიაში).
შერონ ენგლმა, რესპუბლიკელების კანდიდატმა სენატში, უკვე დაამტკიცა ეს გარემოება, როდესაც განაცხადა, რომ ქ. ფრანკფორდი, ტეხასის შტატიდან და დიაბორნი მიჩიგანიდან, შარიათის რეჟიმს ექვემდებარებოდა, რაც ორივე ტერიტორიაზე მიმდინარე ”სამხედრო ტერორისტული ვითარების” შედეგს წარმოადგენდა. მას კრიტიკოსები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ფრანკფორდი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული უკვე აღარ არსებობდა, რადგან დალასმა შთანთქა იგი. დიაბორნის მერმა, ჯეკ ო’რეილიმ მკვახედ მიუგო შერონ ენგლს, რომ მისი ქალაქის 60 ეკლესია და შვიდი მეჩეთი მშვიდობიანად თანაარსებობდა ამერიკული კანონმდებლობის ქვეშ. მაგრამ ზოგიერთი ”ჩაის პარტიის” ფანისთვის, იგი დამნაშავე იყო მცირეოდენი გაზვიადების გამო.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მაგრამ ასევე საკამათოც, არქიეპისკოპოსს და მსოფლიოს 80 ათასი ანგლიკანური ეკლესიის ლიდერს, როვან უილიამსს არასოდეს დართავდნენ ნებას, დაევიწყებინა 2008წ. თებერვალში, რომ ბრიტანულ სამართალსა და შარიათს შორის კომპრომისი ”გარდაუვალი” იყო. ლორდ ფილიპსმა, შემდგომში ინგლისის მთავარმა მოსამართლემ, არანაკლები რისხვით დაამატა, რომ შარიათის კანონზე დაფუძნებულ შეთანხმებას შეეძლო გარკვეული როლის თამაში, მაგრამ ეროვნულ სამართალს მაინც პირველობა  ეკავა.
ადვილია იმის გაგება, თუ რატომ აქვს სიტყვა ”შარიათს" ემოციური ჟღერადობა, განსაკუთრებით დღეს.  საკინე აშტიანის საქმესთან დაკავშირებულმა საზარელმა რეაქციამ, (ეს იყო ირანელი ქალი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მეუღლის ღალატის გამო) გლობალური კამპანია გამოიწვია მისი გასამართლების გამო. განაჩენის გამოტანა წინა კვირაში შეფერხდა, მაგრამ მისი ბედი კვლავ სავალალოა...


სტატია სრულად: The Economist