Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მომსახურება

სამკითხველო დარბაზები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას გააჩნია ნათელი და მოხერხებული სამკითხველო დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, ახალი ქსეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, უსინათლოთა მომსახურების საშუალებით, საპროექციო და აუდიო–ვიდეო აპარატურით და სხვა. მკითხველს ხელმისაწვდომია მისთვის სასურველი ინფორმაციის ქსერო ასლის გაკეთება შენობიდან გაუსვლელად ან ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, Floppy, USB) ჩაწერა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზები დიფერენცირებულია დარგობრივი და საგანმანათლებლო პრინციპებით. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა ბიბლიოთეკის შესაბამის სამკითხველო დარბაზებში. აქვე ღია თაროებზეა განლაგებული შესაბამისი დარგების ახალი ლიტერატურა. მკითხველს აქვს საშუალება გამოიყენოს დარბაზებში განთავსებული კომპიუტერები ან საკუთარი კომპიუტერით ჩაერთოს ბიბლიოთეკის WiFi ქსელში. ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოქმედებს ბშა-ს განყოფილება, რომელიც მიეკუთვნება მკითხველთა მომსახურების სფეროს. ამ განყოფილების მთავარი ფუნქცია მდგომარეობს შემდეგში, მკითხველის მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ლიტერატურით, რომელიც ბიბლიოთეკის ფონდში არ აღმოჩნდება. ბშა-ს განყოფილება თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან. ეს მომსახურება ჩვენი მკითხველებისთვის არის უფასო. განყოფილება ორიენტირებულია მკითხველის ინტერესებზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება მკითხველს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:

• ბიბლიოთეკისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზებიდან სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, დისერტაციები და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომი;

• პატენტები; სტანდარტები;

• საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები;

• გრანტები; კოლაბორატორები;  

• ინფორმაცია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შესახებ;

• ელექტრონული წიგნები;  

• ხელმისაწვდომ ფასად სამეცნიერო ტექნიკური სტატიების, პუბლიკაციების და ნაშრომების  საინფორმაციო - ბიბლიოგრაფიული მომსახურება საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მომსახურება მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო – საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის საცნობო ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი და თემატური კარტოთეკები, ცნობარები, ინფორმაცია საკურსოების, სამეცნიერო ნაშრომების ლიტერატურის სიის შედგენასა და გაფორმებაზე.

ციტირების ანალიზი

ჩვენი ერთ-ერთი სერვისია, მეცნიერთა ციტირების ინდექსების დადგენა Google Scholar -ისა და ტომსონის მონაცემთა გამოყენებით.

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენგან ცნობა თქვენი სამეცნიერო შრომების ციტირების შესახებ, გთხოვთ ამ საკონტაქტო ფორმის საშუალებით მოგვწეროთ წერილი,  მიუთითოთ თქვენი ელ.ფოსტა, გვარი და სახელი (უმჯობესია ინგლისურად) და მოღვაწეობის სფერო.

შედეგებს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით. შესაძლებელია ამ ცნობის წერილობითი გაცემაც.

მომსახურება უფასოა. საკონტაქტო ტელეფონი 2331759 ან (მობ.) 593304942.

სამეცნიერო – ტექნიკური თარგმანი

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებობს სამეცნიერო – ტექნიკური თარგმანის ჯგუფი, (გერმანული, ფრანგული). ჯგუფი სთავაზობს მკითხველს შემდეგ მომსახურებას:

• საქმიანი წერილების შედგენა და გაგზავნა;

• წერილების თარგმნა უცხო ენებიდან ქართულად და პირიქით;

• სამეცნიერო სტატიების თარგმნა უცხო ენებიდან ქართულად და პირიქით;

• მკითხველთათვის ინტერნეტში უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და თარგმანში დახმარების გაწევა.

საპატენტო მომსახურება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საპატენტო მომსახურებაში წარმოებს: გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე და სასაქონლო ნიმუშზე განაცხადის გაფორმება. ასევე საპატენტო ძიება და მკითხველის მიერ დასმულ საპატენტო საკითხებზე კონსულტაციები.

რესტავრაციის განყოფილება რესტავრაციის განყოფილება წარმოადგენს მკითხველთა მომსახურების სფეროს. ამ განყოფილების ძირითადი დანიშნულებაა, დაზიანებული ლიტერატურის აღდგენა, აგრეთვე კონსულტაციის გაწევა, თუ როგორ შეიძლება მოვუაროთ პირად ბიბლიოთეკას. განყოფილება აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რომელიც საჭიროა მაღალხარისხიანი მომსახურებისათვის.

ბიბლიოთეკის მკითხველის რეგისტრაცია მოქალაქეს, რომელსაც სურს ისარგებლოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებში დაცული მასალით, კატალოგებით, ელექტრონული რესურსებით, აუცილებელია ჰქონდეს ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული მკითხველის ბილეთი. მკითხველის ბილეთის მიღებისთვის აუცილებელია– მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, ხოლო სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან. მკითხველის ბილეთის ვადის გასვლის შემდეგ მკითხველს შეუძლია გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, რისთვისაც საჭიროა ვადაგასული ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. მკითხველის უფლებაა მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებით მიმართოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.