Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სიახლე იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა – მუზეუმში

9c3aab20329d

ხარფუხში, ალგეთის შესახვევის პირველ ნომერში მდებარე სახლი ეროვნულ საგანძურს ინახავს. აქ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა – მუზეუმია განთავსებული. ათასობით უნიკალური წიგნი, სამუსიკო ნაწარმოების ნოტი, ფირფიტა, აფიშა, ძველი თბილისის ფოტო და კულტურის აღმნიშვნელი ნივთი წლების მანძილზე ახარებდა მკითხველს და დამთვალიერებელს.

 ულმობელმა დრომ თავისი კვალი დაატყო ეროვნულ საუნჯეს, შენობა დაზიანდა, კედლები დაიბზარა, საფრთხე შეექმნა ძვირფას კოლექციას, გამოფენას.
 

ნათქვამია, – „სადაც გამრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლიო.“ ბიბლიოთეკასაც გამოუჩნდა მადლიანი მეოხი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სახით. ახლა აქ მუხლჩაუხრელი მუშაობაა გაჩაღებული, კაპიტალურად რემონტდება შენობა, ახალი ტექნოლოგიებით იჭურვება ბიბლიოთეკა, დღითი დღე აგური აგურს ემატება.
 

მალე განახლებული ბიბლიოთეკა – მუზეუმი სიხარულით უმასპინძლებს მკითხველს და მნახველს.
 

9ea00ebf1c00

4aced99999cf

 

e982c2ac25dc

a6d26ca5616b

 

ღმერთმა

ღმერთმა დალოცოს და გვიმრავლოს ქველმოქმედი ადამიანები.