Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

წყვილობის პრინციპის უდიდესი დარღვევა და სხვა აღმოჩენები ფიზიკაში: სამაგიდო ექსპერიმენტები არღვევენ ფიზიკის სამყაროს საზღვრებს

ფიზიკის ფუნდამენტალური კანონების ძიებისას ხშირად საჭიროა უზარმაზარი ამაჩქარებლების – კოლაიდერების შექმნა და ნაწილაკების შეჯახება ძლიერი ენერგიით. მაგრამ სამაგიდო ლაბორატორიული ექსპერიმენტების წარმოებისას დროსაც, როდესაც ჩვეულებრივ იყენებენ დახვეწილად აწყობილ ლაზერებსა და მგრძნობიარე დეტექტორებს, მეცნიერებმა მიაღწიეს იმ სიზუსტეს, რაც საჭიროა ფიზიკის ძირითადი კანონების კვლევისას ფარდობითობისა და კვანტური მექანიკის სფეროში.

რამდენიმე ასეთი უახლესი სამაგიდო ექსპერიმენტის შესახებ იმსჯელებენ აშშ-ს ოპტიკური საზოგადოების (OSA–ს) 94-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, სახელწოდებით – საზღვრები ოპტიკაში (Frontiers in Optics (FiO) 2010/Laser Science XXVI), რომელიც იმართება ამერიკის ფიზიკის საზოგადოების (APS) ლაზერული მეცნიერების განყოფილების ყოველწლიურ შეკრებასთან ერთად Rochester Riverside Convention Center-ში, როჩესტერში, 24–28 ოქტომბერს.
დიმიტრი ბუდკერმა და მისმა კოლეგებმა ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, მაგალითად, გამოიყენეს ატომების  პარალელური (კოლიმირებული) კონები შემდეგი მოვლენების საკვლევად: წყვილური  პრინციპის დარღვევა, ნაზი სტრუქტურის კონსტანტის შესაძლო ცვლილებები  და ასეთი საკითხიც კი:  ფოტონები მხოლოდ ბოზონები არიან, თუ არა.
წყვილური პრინციპის დარღვევა, თვისება რომლის წყალობით ბუნება განასხვავებს „მარჯვნას" და "მარცხენას“, პირველად აღმოაჩინეს 1950 წელს, როდესაც კობალტის ატომების დაშლას აკვირდებოდნენ. სუსტი ბირთვული ძალა, ბუნებაში არსებული სხვა ძალებისგან განსხვავებით, იწვევს რეაქციებს, რომლებიც  სარკეში დაკვირვებისას შესაძლებელია განსხვავებულად ჩანდეს. წლების შემდეგ, წყვილობის დარღვევა შეამჩნიეს ატომებში. ამჟამად, ბუდკერი იყენებს იშვიათი  მიწების ჯგუფის ერთ-ერთი ელემენტის – იტერბიუმის – ატომებს წყვილობის პრინციპის უდიდესი დარღვევის  (სხვა ტესტებთან შედარებით ასჯერ უფრო დიდი)  გამოსავლენად, რომელსაც ოდესმე ადგილი ჰქონია ატომებში. მისი მიზანია...

სტატიის სრული ტექსტი (ინგლისურად): Sciencedaily