Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

კოტე ჯანდიერის მოთხრობები - ფაქიზი, მაგრამ მამაკაცური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი

კოტე ჯანდიერიწელს, ბატონი კოტე ლიტერატურული კონკურსის - "საბას" გამარჯვებული გახდა: საუკეთესო ნაწარმოებებს შორის, მისმა შემოქმედებამ თავისი განსაკუთრებულობით ჟიურის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. კოტე ჯანდიერის შემოქმედებაზე სასაუბროდ, მწერალსა და მთარგმნელს - ბატონ გიორგი ლობჟანიძეს ვეწვიეთ, რომელიც წლევანდელი "საბას" ჟიურის წევრი გახლდათ.

გიორგი ლობჟანიძე:

- "ქართული პროზის საგანძური" ძალიან ჭკვიანური პროექტია. შეიძლება, ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის ლიტერატურული გაგრძელებაა. საქართველო მარტო თბილისი არ არის, როგორც ზოგ პოლიტიკოსს ჰგონია. საქართველოა ჩვენი ლამაზი სოფლებიც, სადაც კულტურული ცხოვრება არც ისე კარგ სიტუაციაშია, რადგან ხალხს არა აქვს საშუალება, რომ წიგნი იყიდოს და საკუთარ თავს სულიერი საზრდო მიაწოდოს, რომელმაც აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, სულიერად გაზარდოს. პოპულარულ ჟურნალში ხელმისაწვდომ ფასად "ჩადებული" წიგნი მკითხველისათვის ძალიან კარგი საჩუქარია. ამიტომ თქვენს პროექტს ძალიან ვაფასებ და ვისაც ეს იდეა მოუვიდა, მადლობას პირადად ვუხდი. ეს პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ კოტე ჯანდიერის ტიპის მწერლების ნაწარმოებებს ანუ ნამდვილ ლიტერატურას პოპულარიზაციას უწევს.

საიტიდან: Ambebi.ge