Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი - შვედეთის მეფე გუსტავ-ადოლფი (მეორე ნაწილი)

23:52 31.10.2010 Presa.ge 
კახა კაციტაძე

(იხ. სტატიის პირველი ნაწილი)

a1889როდესაც გუსტავმა, 1630 წელს, თავისი ჯარი მდინარე ოდერის შესართავთან გადმოსხა, 30 წლიანი ომი უკვე ინტერნაციონალიზირებული იყო. ჰაბსბურგთა თავდაპირველი გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთმა, ინგლისმა, დანიამ და ზოგიერთმა გერმანელმა მთავარმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ იმპერიის აღორძინებისთვის.

მაგრამ ეს შეუთავსებელი გაერთიანება მალევე იქნა განადგურებული იმპერიული ძალების მიერ, რომელსაც დიდი მეწარმე (ალბრეხტ ფონ ვალენშტეინი(1) (ცნობილი მხედარმთავარი ვალენშტაინი ავსტრიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანიც იყო. ჯარისკავების დაქირავებისათვის საჭირო ფულს ის ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიდა-კ.კ.) და გამოცდილი გენერალი იოჰან ტილი მეთაურობდნენ. 1627 წლისათვის იმპერატორმა ბალტიის სამხრეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილზე აღადგინა კონტროლი. მხოლოდ რამოდენიმე პორტი, მათ შორის ყველაზე უფრო შტრალზუნდი (Stralsund), სადაც დანიური და შვედური ძალებით იყვნენ გამაგრებულნი, ცდილობდნენ მტრის შეკავებას. იმპერიული ჰეგემონიის შესაძლებლობამ ააღელვა მეფე და მან თავის Rikstag-ს (პარლამენტს) განუცხადა , რომ იგი გერმანიაში მიდიოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტანტიზმის ბედი იდო სასწორზე, არამედ იმიტომაც, რომ ბრძოლა უკეთესია საზღვრის გარეთ ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. 1629 წლისათვის გერმანიაში შეჭრისათვის მზადება უკვე დაწყებული იყო.

სტრატეგიული სიტუაცია შესაფერისი ჩანდა. ფერდინანდ II-მ დაიწყო იტალიაში საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მან თანამდებობიდან გაანთავისუფლა ვალენშტეინი და ჩრდილოეთით ტილის(2) დაუტოვა რამოდენიმე მიმოფანტული გარნიზონი. გუსტავის საექსპედიციო კორპუსი 13 ათასს ითვლიდა. იგი შოტლანდიიდან და დანიიდანაც ელოდებოდა შევსებას. გუსტავი ელოდა მნიშვნელოვან დახმარებას გერმანელი მთავრებისგან. მაგრამ იგი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ორმა დიდმა პროტესტანტმა პრინცმა ჩრდილოეთ გერმანიაში გადაწყვიტეს ნეიტრალურები დარჩენილიყვნენ.

სტატია სრულად: http://www.presa.ge/new/index.php?m=military&AID=1650